![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Shoda-Kedela_Range_%2528Budzgori%252C_Sheisuri_and_Shoda%2529.jpg/640px-Shoda-Kedela_Range_%2528Budzgori%252C_Sheisuri_and_Shoda%2529.jpg&w=640&q=50)
ბუძგორი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბუძგორი — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შოდა-კედელას ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3226 მ. აგებულია ქვედაცარცული თიხაფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებითა და მერგელებით. ბუძგორის ჩრდილოეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადს — რუბოძალს, ხოლო სამხრეთ კალთაზე ჩაბალახის მარჯვენა და საკაოს მარცხენა შენაკადებს. მწვერვალი გაშიშვლებულია, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია გავრცელებული.
სწრაფი ფაქტები ბუძგორი ...
ბუძგორი | |
---|---|
![]() შოდა-კედელას ქედი (ხედი სამხრეთიდან). ყველაზე მარცხენა მწვერვალია ბუძგორი. | |
კოორდინატები: 42°44′02″ ჩ. გ. 43°22′53″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3226 მ |
ქედი | შოდა-კედელას ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, კარბონატული ქვიშაქვა და მერგელი |
![]() |
დახურვა