From Wikipedia, the free encyclopedia
ბურსას ალყა 一 ქალაქ პრუსას (თანამედროვეობაში ბურსას) ბლოკადა, რომელიც მიმდინარეობა XIV საუკუნის პირველ ნახევარში. პირველი თავდასხვა 1317 წელს განხორციელდა, ხოლო ქალაქი, უკვე საბოლოოდ, დაეცა 1326 წლის 6 აპრილს.[1] ცნობილია, რომ ეს იყო ოსმალთა რიგით პირველი ალყა ისტორიაში 一 აქამდე მათ ქალაქი არ ჰქონიათ აღებული. პროცესის გაჭიანურებისა და ცხრა წელზე გაწელვის მთავარ მიზეზად კი არაშესაბამისი საბრძოლო შეიარაღება და მაზადყოფნა მიიჩნევა. ბიზანტიელი ისტორიკოსი, ლაონიკე ქალკოკონდილე, აღნიშნავს, რომ ოსმალებმა ისარგებლეს 1321-1328 წლებში მომხდარი ბიზანტიის სამოქალაქო ომით, რამაც ქალაქის აღება კიდევ უფრო გააადვილა. იგი წერს[2]
ბურსას ალყა | |||
---|---|---|---|
ბურსას ციხის კარიბჭე | |||
თარიღი | 1317一1326 წლის 6 აპრილი[1] | ||
მდებარეობა | პრუსა (თანამედროვე ბურსა) | ||
შედეგი | ოსმალთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ოსმანი, ქალაქის დაცემამდე, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო სხვები ასევე ვარაუდობენ, რომ მან გამარჯვების შესახებ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ გაიგო, რის შემდეგაც იგი ამავე ქალაქში დაკრძალეს.
პოლ დეივისი წერს, რომ „ბურსას აღებამ ოსმანი და მისი მემკვიდრეები მცირე აზიის მთავარ ძალად აქცია, რამაც მისცა გასაქანი ოსმალეთის იმპერიის სიდიადეს“. [3]
1299 წელს, ოღუზის ტომის ლიდერმა ოსმან ბეიმ შექმნა ოსმანთა ბეილიკი, იმავე წელს მან დაიკავა ინეგოლის ციხე, რამაც მას გზა გაუხსნა ბურსასკენ. ჯერ კიდევ 1302 წლის ოსმალთა ლაშქრობამ აიძულა ბითინიის მკვიდრი მოსახლეობა, თავშესაფარი ციხეებში ეძიათ.
ქალაქი პრუსა ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მოწინააღმდეგეებს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ალყა 8-დან 10 წლამდე დროის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ქალაქის ბედი ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაწყვეტილი, როცა მცირე ოლიმპოს მთა (დღევანდელი ულუდაღი) 1316 წელს ოსმალებმა დაიკავეს. წარმატებულ კამპანიას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ჯერ კიდევ 1308 წელს ოსმალებმა აიღეს კუნძული იმრალი მარმარილოს ზღვაში, თუმცა ეს ფაქტი მრავალმა ისტორიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კუნძულზე მათ საკუთარი სამხედრო ბაზა გააშენეს, რის შემდეგაც ადვილად შეძლეს ქალაქის ორივე მხარის ამოკეტვა. ამ დროს ოსმალები უკვე იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი ბერძენთა დაჯაბნაში, რომ 1317 წლიდან მონეტის 一 ბურსა 一 ჭრა დაიწყეს. [4]
ბლოკადა საწყის ეტაპზე არცთუ ისე ძლიერი იყო: 1318 წელს პრუსის მიტროპოლიტმა შეძლო და გადასცა მესიჯი იმპერატორს გაჩანაგებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.[5]
1321 წელს ოსმალებმა აიღეს მუდანიას პორტი, რომლის მეშვეობითაც პრუსაში ევროპული საქონელი აღწევდა. [6] გემლიკისა და ბოტევგრადის დაცემის შემდეგ თურქებმა სამხედრო ბანაკი ფინარბაშში გადაიტანეს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბერძნები სახელმწიფო ხაზინაში ოდესღაც დაგროვილ თანხას უხდიდნენ ხარკად ოსმალებს. საბოლოოდ, მრავალწლიანი წვალების შემდეგ, ბიზანტიელებმა, საროზის ხელმძღვანელობით, ქალაქი ოსმალებს 1326 წლის 6 აპრილს ჩააბარეს, თუმცა ოსმანი ქალაქის აღებას ვერ მოესწრო და ტომის მმართველობა მისმა შვილმა, ორჰანმა ჩაიბარა. ოსმალებმა პრეტენზიის მქონე ბერძნებს გარიგება შესთავაზეს 一 მათ შეეძლოთ 30000 ოქროს სანაცვლოდ ქალაქი დაეტოვებინათ, თუმცა ამ უკანასკნელთა უმეტესობამ დარჩენა არჩია. [7] პრუსა იყო პირველი დიდი და, ამავდროულად, საკმაოდ მდიდარი ბიზანტიური ქალაქი, რომელიც ოსმალებმა ხელთ იგდეს. ბურსის მრავალი მოსახლე ისლამზე მოექცა და შეუერთდა ოსმალეთის მმართველი კლასის რიგებს. ქალაქმა სწრაფად აღიდგინა ეკონომიკური ძალაუფლება და 1376 წლიდან ოსმალეთის სახელმწიფოს დედაქალაქადაც გამოცხადდა.
ქალაქის აღების შემდეგ სულთან ორჰანმა ბურსა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა და ასევე დარჩა 1366 წლამდე, სანამ დედაქალაქად ედირნე არ გამოცხადდა. [8] შედეგად, ბურსას განსაკუთრებული როლი უკავია ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალაქი, ისე არქიტექტურული სამშობლო (ბურსას დიდი მეჩეთი და სხვა მრავალი). ორჰანმა სულთნობის პერიოდში ხელი შეუწყო ურბანულ ზრდას ისეთი შენობების აგებით, როგორებიცაა თურქული აბანოები, მეჩეთები, სასტუმროები, ქარვასლები და ა.შ. [9] [10] არაბი მოგზაური, იბნ ბატუტა, რომელიც ოსმალეთს 1331 წელს ეწვია, დიდად მოიხიბლა ამ ახალი ქალაქით და იგი მოიხსენია, როგორც „დასახლება ლამაზი ბაზრებითა და ფართო ქუჩებით, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ბაღებითა და წყაროებით“.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.