ბულგუკსა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგუკსა — კორეული ბუდიზმის ჩოგიეს წესდების მთავარი ტაძარი სამხრეთ კორეაში, კიუნსან-პუკტოს პროვინციაში. მოიცავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის 7 ობიექტს, მათ შორისაა ორი პაგოდა და ბუდას ორი მოოქროვილი სკულპტურა. 1995 წელს, იუნესკომ ბულგუკსა მიდგან 4 კმ-ში მდებარე სოკურამთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სწრაფი ფაქტები ბულგუკსა*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ბულგუკსა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 35°48′00″ ჩ. გ. 128°06′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 736 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ტაძარი სილას სამეფოს ბუდისტური ხელოვნების ოქროს ხანის ნიმუშად მიიჩნევა. 1966 წელს აქ აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უძველესი, ხით ბეჭდვის ნიმუშები, რომლებიც ახ.წ. 704 - 751 წლებით თარიღდება. დაბეჭდილია ბუდისტური ტექსტები.
თანამედროვე კომპლექსის ადგილას, პირველადი, პატარა ტაძარი ახ.წ. 528 წელს აშენდა.