From Wikipedia, the free encyclopedia
ბრნოს ტრამვაი — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სიდიდით მეორე ტრამვაის სისტემა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ტრამვაის ქსელი გარდა იმისა, რომ მოიცავს საკუთრივ ქალაქ ბრნოს, ასევე უკავშირდება მახლობელ ქალაქ მოდრჟიცეს. ლიანდაგების ჯამური სიგრძე 70,2 კილომეტრს აღწევს. ლიანდაგის სიგანე 1435 მმ-ია, ხოლო ძაბვა 600 V. 2013 წლის მდგომარეობით ბრნოში ტრამვაის 11 მარშრუტია და ექსპლუატაციაშია 314 ვაგონი. 2011 წელს ბრნოს ტრამვაის მიერ გადაყვანილი მგზავრების წლიურმა რაოდენობამ 194,293 მლნ შეადგინა. ბრნოს ტრამვაის ქსელს მართავს ბრნოს ტრანსპორტის სამმართველო, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ბრნოს მუნიციპალიტეტსა და სამხრეთ მორავიის ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას.
ბრნოს ტრამვაის ისტორია 1869 წლიდან იწყება. ცხენის წევაზე მომუშავე ტრამვაიმ 1869-1900 წწ იარსება, ხოლო 1900 წლიდან მოხდა ქსელის ელექტროფიცირება.
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბრნოში ექსპლუატაციაშია 314 ტრამვაის ვაგონი:
სურათი | ტიპი | მოდიფიკაცია და ქვეტიპი | მიღების წლები (მთლიანად მიღებული) |
რაოდენობა (12. 6. 2023 მდგომარეობით) |
---|---|---|---|---|
Tatra T3 | Tatra T3G, Tatra T3R, Tatra T3P, Tatra T3R.EV, Tatra T3R.PV | 1967–2006 (1963–2006) |
46 | |
Tatra K2 | Tatra K2R.03, Tatra K2R.03-P | 1967–1983 (1967–1983) |
2 | |
Tatra KT8D5 | Tatra KT8D5R.N2, Tatra KT8D5N | 1986–2003 (1986–2003) |
32 | |
Tatra T6A5 | Tatra T6A5 | 1996 (1996) |
48 | |
Škoda 03T | Škoda 03T | 2003–2006 (2003–2006) |
17 | |
Tatra K3R-N | Tatra K3R-N | 2004–2006 (2004–2006) |
4 | |
VarioLF | VarioLFR.E | 2006–2014 (2006–2014) |
32 | |
Škoda 13T | Škoda 13T | 2007–2011 (2007–2011) |
49 | |
VarioLF2 | VarioLF2R.E | 2008–2014 (2008–2014) |
32 | |
EVO2 | EVO2 | 2020–2023 (2020–2023) |
26 | |
Škoda 45T | Škoda 45T | 2022–2023 (2022–2023) |
5 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.