From Wikipedia, the free encyclopedia
ვაგონი (ფრანგ. wagon < ინგლ. wagon — „ოთხთვალა“ < გერმ. wagen — „ურიკა“) — სამგზავრო ან სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს ლიანდაგზე.
ვაგონის პროტოტიპია მცირე მოცულობის ოთხთვალა, რომელსაც სამთო საწარმოებში ხის რელსებზე ჯერ ხელით აგორებდნენ, ხოლო შემდეგ ცხენით ეწეოდნენ. ვაგონი პირველად ინგლისში, მერე კი გერმანიაში გაჩნდა. 1786 წელს ირლანდიელმა რ. ლ. ეჯუორთმა წამოაყენა წინადადება, რომ რამდენიმე ოთხთვალასაგან შეედგინათ მატარებელი. 1910 წელს ალთაიში პ. ფროლოვმა გაიყვანა პირველი რკინიგზა, რომლებზეც ვაგონებს ცხენები ეწეოდნენ. რუსეთში პირველი სხვადასხვა ტიპის სატვირთო და სამგზავრო ვაგონები დაამზადეს 1846 წელს, ხოლო პირველმა სამგზავრო ვაგონებმა მიმოსვლა დაიწყეს ცარსკოე-სელოს რკინიგზაზე, რომელიც 1837 წელს გაიხსნა, 1846-1851 წლებში რუსეთში აშენდა 239 სხვადასხვა ტიპის (ძირითადად 2-, 3- და 4-ღერძიანი) სამგზავრო ვაგონი. სამგზავრო ვაგონების ნორმალიზაცია დაიწყო 1896 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშენდა 18 მ სიგრძის 4-ღერძიანი ვაგონი.
დანიშნულების მიხედვით ვაგონი არის სამგზავრო და სატვირთო, საერთო ქსელისა და სამრეწველო ტრანსპორტის; ფართო და ვიწროლიანდიანი. თანამედროვე ვაგონი არის არათვითმავალი და თვითმავალი (მოტორული ვაგონი, ელექტროფიცირებული რკინიგზის, ტრამვაის, მეტროპოლიტენის, დიზელ-მატარებლის და სხვა ვაგონები).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.