ბრიუსელი
ბელგიის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიუსელი (Brussels, ნიდ.: Brussel, ფრანგ.: Bruxelles, გერმ.: Brüssel) — უდიდესი მუნიციპალიტეტი და ბრიუსელის რეგიონის ცენტრი, ბელგიის სამეფოს დედაქალაქი. მიუხედავად ურბანული და გადაჭედილი ცენტრისა, მას აკრავს უამრავი გარეუბანი, რომლებითაც იგი ესაზღვრება ფლანდრიის მუნიციპალიტეტებს. იგი არის ევროკავშირის ადმინისტრაციული ცენტრი, რის გამოც ხშირად ბელგიასთან ერთად მას ევროკავშირის დედაქალაქადაც მოიაზრებენ.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრიუსელი Bruxelles / Brussel / Brüssel | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელგია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ბრიუსელიბრიუსელი (რეგიონი)|ბრიუსელი | ||||
კოორდინატები | 50°50′48″ ჩ. გ. 4°21′09″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ფრედი ტილემანსი | ||||
დაარსდა | VI საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 966 | ||||
ფართობი | 161.4 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 13 მ | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა და ნიდერლანდური ენა | ||||
მოსახლეობა | 148 000 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 4566 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 830 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1000[1] , 1020[1] , 1040[1] , 1050, 1120[1] და 1130[1] | ||||
ოფიციალური საიტი | brussels.irisnet.be | ||||
დახურვა
ბრიუსელი არის მუნიციპალიტეტი, რომელიც შედგება ცენტრალური ისტორიული ქალაქისა და გარკვეული დამატებითი ტერიტორიებისაგან.
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბრიუსელში 176,545 ადამიანი ცხოვრობს, მისი საერთო ფართობი კი 32.61 კმ²-ა, რაც ნიშნავს 5,475 მოსახლეს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. 2007 წლის მონაცემებით ბრიუსელში ცხოვრობდა 50,000-მდე იმიგრანტი.