From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანული ტოგოლენდი, ოფიციალურად ტოგოლენდის მანდატის ტერიტორია და მოგვიანებით ტოგოლენდის სამეურვეო ტერიტორია — გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ტერიტორია დასავლეთ აფრიკაში. ის 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის იმპერიის პროტექტორატ ტოგოლენდის ორ ფრანგულ და ბრიტანულ ნაწილად გაყოფის შედეგად წარმოიქმნა. თავდაპირველად ის იყო ერთა ლიგის B მანდატის ტერიტორია. 1922 წელს ბრიტანული ტოგოლენდი სამართავად ბრიტანეთის იმპერიას გადაეცა, ხოლო ფრანგული ტოგოლენდი (დღევანდელო ტოგო) საფრანგეთს.
ერთა ლიგის მანდატის ტერიტორია | ||||||
ბრიტანეთის იმპერიის სამეურვეო ტერიტორია | ||||||
| ||||||
| ||||||
ბრიტანული ტოგოლენდი მარცხნივ, ფრანგული ტოგოლენდი მარჯვნივ. | ||||||
დედაქალაქი | ჰო | |||||
ენები | ინგლისური (ოფიციალური), გბე, გური, განა-ტოგოს ენები | |||||
მთავრობა | სამეურვეო ტერიტორია | |||||
ისტორია | ||||||
- | ოკუპაცია | 27 აგვისტო 1914 | ||||
- | გაყოფა | 27 დეკემბერი, 1916 | ||||
- | ოქროს ნაპირთან შეერთება | 13 დეკემბერი, 1956 | ||||
- | დამოუკიდებელი ერთეული (განას შემადგენლობაში) | 6 მარტი 1957 | ||||
ვალუტა | ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკული ფუნტი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | განა | |||||
1957 წლის 6 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ წერილობით მომართა გაეროს გენერალურ მდივანს სადაც ნათქვამი იყო, რომ განას 1956 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ოქროს ნაპირის შემადგენლობაში შემავალი ტოგოლენდის სამეურვეო ტერიტორია განას დამოუკიდებელი ერთეული ხდებოდა.[1][2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.