![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4c/Brad_Pitt_2019_by_Glenn_Francis.jpg/640px-Brad_Pitt_2019_by_Glenn_Francis.jpg&w=640&q=50)
ბრედ პიტი
ამერიკელი მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი (ინგლ. Brad Pitt; დ. 18 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება. პიტს ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. ჯოლისთან ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ცნობილი არის თავისი ქველმოქმედებით, პიტი უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ საქმეებში.
სწრაფი ფაქტები ბრედ პიტი, დაბადების სახელი ...
ბრედ პიტი | |
---|---|
![]() ბრედ პიტი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერაზე 2019 წელს | |
დაბადების სახელი | უილიამ ბრედლი პიტი |
დაბადების თარიღი |
18 დეკემბერი, 1963 (1963-12-18) (60 წლის) შაუნი, ოკლაჰომა, აშშ |
აქტიური | 1987-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ჯენიფერ ენისტონი (იქ. 2000; გაყრა 2005) ანჯელინა ჯოლი (იქ. 2014; გაყრა 2016) |
მშობლები |
მამა: უილიამ ელვინ პიტი დედა: ჯეინ ეტა (ჰილჰაუზი) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში 1996, 2019 |
დახურვა