From Wikipedia, the free encyclopedia
ბოჭორმის ციხე — ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. სიონის სამხრეთ–აღმოსავლეთით 14 კმ–ში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე.
ბოჭორმის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ბოჭორმის ციხე ვიკისაწყობში |
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში. 914 წელს, არაბების მიერ უჯარმის აღების შემდეგ, ბოჭორმელებმა ციხე უბრძოლველად დატოვეს და იგი დროებით არაბებმა დაიკავეს.
X საუკუნეში აფხაზთა მეფეები ცდილობდნენ კახეთის ხელში ჩაგდებას. კახეთის მთავარს კვირიკე ქორეპისკოპოსს (939–976 წწ.) ძმამ (შტორამ) უღალატა. მისი დახმარებით აფხაზთა მეფემ გიორგიმ ხელთ იგდო უჯარმა და სხვა მნიშვნელოვანი ციხეები. კვირიკე ბედს შეურიგდა და კახეთი გიორგის დაულოცა, მხოლოდ ითხოვა ბოჭორმის ციხე გაზაფხულამდე მისთვის დაეტოვებინათ. ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკე მალე კვლავ დაეუფლა კახეთს. 1010 წელს, კახეთ–ჰერეთის დაპყრობის შემდეგ, ბაგრატ III–მ (975–1014 წწ.) ბოჭორმის ციხეც აიღო და შიგ გამაგრებული კახეთის მთავარი კვირიკე დაატყვევა. გარკვეული დროის მანძილზე ამ ციხეს, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბაგრატ IV (1027–1072 წწ.) ფლობდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანისათვის (1058–1084 წწ.) დაეთმო.
XVIII საუკუნეში ერეკლე II–მ ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინა და ზარბაზნები ჩააყენა. 1747 წელს ერეკლე II–სა და ტახტის მაძიებელ აბდულ–ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა. მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. 1749 წელს მემატიანე პაპუნა ორბელიანი წერს
ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.
ბოჭორმის ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ციხის ჩრდილოეთ კუთხეში, თითქმის არასწორ ზედაპირზე, გამოყოფილია შიდა ციხე. იგი შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით, რომელშიც რამდენიმე კოშკი იყო ჩართული. ამჟამად გალავნის კედლებიდან მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. შიდა ციხის ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.