ბოროტების სავანე (ფილმების სერია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოროტების სავანე (ინგლ. Resident Evil) — მოქმედებითი-საშინელებათა ფილმების სერია, რომელიც დაფუძნებულია იაპონური კომპანია Capcom-ის ვიდეო თამაშების ფრენჩაიზზე „Resident Evil“. 1997 წლის იანვარში, გერმანულმა კომპანია Constantin Film-მა მოიპოვა ფილმის წარმოების უფლება. პოტენციურ სცენარისტებად მოიაზრებოდნენ ალან ბ. მაკელროი და ჯორ რომერო. 2001 წელს ფილმის დისტრიბუტორი გახდა Sony Pictures Entertainment და ფილმის „ბოროტების სავანე“ (2002) სცენარისტად და რეჟისორად დაიქირავა პოლ ანდერსონი. ანდერსონი, აგრეთვე იყო მეორე და მესამე ნაწილების „ბოროტების სავანე: აპოკალიპსი“ (2004) და „ბოროტების სავანე: გადაშენება“ (2007) პროდიუსერი და სცენარისტი. ანდერსონი გახდა მომდევნო ფილმების „ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ „ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“ „ბოროტების სავანე: დასკვნითი ნაწილი“ რეჟისორი.
„ბოროტების სავანე“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი |
|
ეფუძნება | Capcom — „Resident Evil“ |
როლებში | მილა იოვოვიჩი |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Screen Gems |
ბიუჯეტი | 290 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 1.235 მილიარდი აშშ დოლარი |
ფილმის ცენტრშია ფილმების სერიისთვის შექმნილი პერსონაჟი ელისი (მილა იოვოვიჩი), რომელიც იბრძვის ფარმაცევტული კომპანია Umbrella Corporation-ის წინააღმდეგ, რომლის ბიოლოგიურმა იარაღმა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქცია ზომბებად. სერიაში ჩნდებიან პერსონაჟები ვიდეო თამაშებიდან: ჯილ ვალენტაინი, კარლოს ოლივეირა, კლერ რედფილდი, ალბერტ უესკერი, კრის რედფილდი, ბერი ბარტონი, ლეონ კენედი, ადა ვონგი და ჯეიმზ მარკუსი.
მიუხედავად კინოკირიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებებისა, ფილმების სერია „ბოროტების სავანე“ არის ვიდეო თამაშებზე დაფუძნებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სერია, რომლის შემოსავალი შეადგენს 1.235 მილიარდ აშშ დოლარს.[1]