From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ დეივიდ ჰიუსონი ინგლ. Paul David Hewson, ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ბონო ინგლ. Bono (დ. 10 მაისი, 1960) — ირლანდიელი ვოკალისტი და მუსიკოსი, ჯგუფ U2-ის წევრი.
ბონო | |
---|---|
ბონო 2017 წელს, ტურნე Joshua Tree, ინდიანაპოლისი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პოლ დეივიდ ჰიუსონი |
დაბ. თარიღი | 10 მაისი, 1960 |
დაბ. ადგილი | დუბლინი, ირლანდია[1] |
წარმოშობა | დუბლინი, ირლანდია |
ჟანრ(ებ)ი |
როკ-მუსიკა პოსტ-პანკი ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, აქტივისტი, ფილანტროპი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა |
აქტიური | 1976–დღემდე |
წევრობა | U2 |
ხელმოწერა | |
საიტი | u2.com |
ბონო ვიკისაწყობში |
ბონო დაიბადა და გაიზარდა ქ. დუბლინში (ირლანდიის რესპუბლიკა). იგი არის ჯგუფის თითქმის ყველა ტექსტის ავტორი. მათში ხშირად ჟღერს პოლიტიკური, სოციალური და რეგილიური სტრიქონები. ჯგუფის არსებობის პირველ წლებში ამ ტექსტებს ახლდა სულიერი და მეამბოხე თემატიკა. ჯგუფის განვითარებასთან ერთად ასევე იცვლებოდა მისი წევრების პოლიტიკური შეხედულებები და ინტერესები. თავის მხრივ, U2 გამოირჩევა არა მხოლოდ სიმღერების ტექსტებით, არამედ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით, რომელსაც ქმნის გიტარისტ ეჯის თანაავტორობაც. თუმცა, ბონო ითვლება U2-ის ერთგვარ სავიზიტო ბარათად და რიგით 54-ე ყველაზე წარმატებულ სიმღერების ავტორად ბრიტანული სინგლების ისტორიაში.
U2-ის ფარგლებს გარეთ ბონო ცნობილია თანამშრომლობით სხვადასხვა მუსიკოსთან, მწერალთან, კინორეჟისორთან თუ სხვა საზოგადო მოღვაწესთან. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.