From Wikipedia, the free encyclopedia
ბონიფაჩოს სრუტე (კორსიკ. Bucchi di Bunifaziu; ფრანგ. Bouches de Bonifacio; იტალ. Bocche di Bonifacio; სარდ. Istrettu de Bonifacio) — სრუტე კორსიკასა და სარდინიას შორის. სახელი ეწოდა კორსიკის ქალაქ ბონიფაჩოსგან. მისი სიგანე 11 კმ-ია(6,8 მილი)[1] და ტირენიის ზღვას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილთან აერთებს. სრუტე მეზღვაურთათვის მოუხერხებელია მისი ამინდით, დინებებით, წყალმარჩხობითა და სხვა სირთულეებით.
სრუტეში მომხდარი ყველაზე ცნობილი კატასტროფაა 1855 წლის 15 თებერვალს ფრანგული ფრეგატი სემილანტეს (Sémillante) ჩაძირვა. მან ტულონის პორტი წინა დღით დატოვა და მიემართებოდა შავ ზღვაში, ყირიმის ომში არმიის დასახმარებლად. შტორმის შედეგად ის რიფს შეეჯახა და ბორტის 750 ჯარისკაციდან არავინ გადარჩენილა.
1993 წელს ტანკერის მიერ განცდილო კატარსტროფის შემდეგ, სრუტეში გავლა მხოლოდ იტალიური და ფრანგული დროშის ქვეშ მცურავი, სახიფათო ტვირთების მქონე გემებისთვის აიკრძალა.
სრუტის მაქსიმალური სიღრმე 100 მეტრია.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.