![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/Lake_Bolsena_from_Montefiascone.jpg/640px-Lake_Bolsena_from_Montefiascone.jpg&w=640&q=50)
ბოლსენის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლსენა (იტალ. Lago di Bolsena) — ვულკანური წარმოშობის კრატერული ტბა ცენტრალურ იტალიაში, რომელიც ჩამოყალიბდა 370 000 წლის წინ ვულზინის ვულკანურ კომპლექსში, წყალშემცველ ჰორიზონტში მომხდარი კალდერის კოლაფსის შედეგად. ძვ. წ. 104 წლისათვის, რომაული ჩანაწერები მიუთითებს ვულზინის ვულკანის აქტივობაზე, რის შემდეგაც მან დაიძინა. კალდერის კოლაფსის შემდეგ გამოწვეული წყალქვეშა ამოფრქვევების შედეგად ტბის სამხრეთ ნაწილში ორი კუნძული წარმოიშვა.
ბოლსენა | |
---|---|
Lago di Bolsena | |
![]() | |
კოორდინატები: 42°36′ ჩ. გ. 11°56′ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიგრძე | 13 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ფართობი | 113,5 კმ² |
საშუალო სიღრმე | 81 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 151 მ |
აუზის ფართობი | 159,5 კმ² |
გამომდინარე მდინარე | მარტა |
![]() |
ტბა მთლიანად იკვებება წყალშემცველი ჰორიზონტიდან, წვიმის წყლითა და ნიავღვრებით, მისგან კი მხოლოდ ერთი ნაკადი გამოედინება, სამხრეთი ნაწილის კიდიდან. მიმდებარე დასახლებებიდან, ბოლსენაში ჩაედინება დაბინძურებული წყლები, ძრითადად ჩარეცხილი სასუქები. მიუხედავად ამისა, ტბის ირგვლივ არსევბული სადგურებიდან მკაცრად კონტროლდება წყლის ქიმიური შემადგენლობა.