ბოლივიის სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლივიის სამზარეულო ესპანური სამზარეულოსა და აბორიგენი მოსახლეობის, აიმარების ტრადიციების ნაზავია. ასევე მოგვიანებით მასზე ზეგავლენა გერმანელმა, იტალიელმა, ფრანგმა და არაბმა ემიგრანტებაც მოახდინეს. ბოლივიური სამზარეულოს ტრადიციულ ძირითად საკვებს სიმინდი, კარტოფილი, კინოა და ლობიო განეკუთვნება. ეს ინგრედიენტები ესპანელების მიერ ჩამოტანილ საკვებთან იქნა შერეული, როგორებიცაა ბრინჯი, ხორბალი და ხორცი (საქონლის, ღორის და ქათმის ჩათვლით).
ბოლივიური სამზარეულო მისი რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. დასავლეთ ბოლივიაში, ალტიპლანოში, ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობისა და ცივი კლიმატის გამო, ადგილობრივები სანელებლებს იყენებენ. მაშინ როდესაც ბარში, უფრო მეტად ამაზონის ჯუნგლებისკენ, კერძები ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი პროდუქტით მზადდება. ესენია: ხილი, ბოსტნეული, თევზი და იუკა ანუ მანიოკი.[1]