ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლა აჰმედ ადეკუნლე ტინუბუ (ინგლ. Bola Ahmed Adekunle Tinubu; დ. 29 მარტი, 1952, ლაგოსი) — ნიგერიელი პოლიტიკოსი. ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი. ლაგოსის შტატის გუბერნატორი 1999 წლიდან 2007 წლამდე და სენატორი დასავლეთი ლაგოსიდან მესამე რესპუბლიკის პერიოდში.
ბოლა ტინუბუ | |
ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 29 მაისი, 2023 |
ვიცე-პრეზიდენტი | კაშიმ შეტიმა |
წინამორბედი | მუჰამადუ ბუჰარი |
ლაგოსის შტატის მე-12 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მაისი, 1999 – 29 მაისი, 2007 | |
წინამორბედი | ბუბა მარვა |
მემკვიდრე | ბაბატუნდე ფაშოლა |
დაბადებული | 29 მარტი, 1952 ლაგოსი |
მოქალაქეობა | ნიგერია |
დედა | აბიბატუ მოგაჯი |
მეუღლე | ოლურემი ტინუბუ |
შვილები | 6 |
განათლება | ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ბუღალტერი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ტინუბუმ თავისი ადრეული ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში გაატარა და მოგვიანებით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ბუღალტერიას ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.[1] ნიგერიაში დაბრუნდა 1990-იანი წლების დასაწყისში და მუშაობა დაიწყო Mobil Nigeria-ში ბუღალტრად. აქ მუშაობდა 1992 წლამდე, სანამ პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, როგორც დასავლეთი ლაგოსის სენატორი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. მას შემდეგ, რაც დიქტატორმა სანი აბაჩამ 1993 წელს დაითხოვა სენატი, ტინუბუ გახდა აქტივისტი, რომელიც დემოკრატიის აღდგენის კამპანიას აწარმოებდა, როგორც ეროვნული დემოკრატიული კოალიციის მოძრაობის წევრი.[2]
ლაგოსის შტატის გუბერნატორის პირველ არჩევნებში ტინუბუმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, როგორც პარტია „ალიანსი დემოკრატიისთვის“ წევრმა. ოთხი წლის შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს. 2007 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2013 წელს საერთო პროგრესული კონგრესის ჩამოყალიბებაში. 2023 წელს აირჩიეს ნიგერიის პრეზიდენტად.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.