სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ბობოყვათი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბობოყვათი, ქვედა დაგვა). მდებარეობს მდინარე დეხვის ნაპირებზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 60 მ. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2282 კაცი[1]. ბობოყვათი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. სოფელში აღმოჩემილია ძვ. წ. XII-XI საუკუნეების კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლი. ბობოყვათის განძი, რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. სოფელში მდებარეობს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, რომელიც ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა.[2]
სოფელი | |
---|---|
ბობოყვათი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბობოყვათი |
კოორდინატები | 41°46′22″ ჩ. გ. 41°47′37″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 60 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2282[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,7 %, ჩინელები 1,3 %, რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბობოყვათში დაიბადა ქართველი ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.