ბინგოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბინგოლი (თურქ. Bingöl) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ბინგოლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ის არის ფართობითა და მოსახლეობით უდიდესი ქალაქი ბინგოლის პროვინციაში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბინგოლში ცხოვრობს 103 441 ადამიანი. ქალაქი ბინგოლი მდებარეობს 1 153 მეტრზე ზღვის დონიდან. ბინგოლს აქვს მერია და მისი მერი არის იუჩელ ბარაქაზი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ბინგოლი თურქ. Bingöl | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ბინგოლიბინგოლი (პროვინცია)|ბინგოლი |
კოორდინატები | 38°53′10″ ჩ. გ. 40°30′06″ ა. გ. |
მერი | იუჩელ ბარაქაზი |
ფართობი | 1,789.86 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1,153 მ |
მოსახლეობა | 103,441 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0426 |
საავტომობილო კოდი | 12 |
ოფიციალური საიტი | bingol.bel.tr |
დახურვა
ბინგოლს აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით საკუთარი პროვინციის ქალაქები ესაზღვრება. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოლჰანი, სამხრეთით — გენჩი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კარლიოვა, ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება ადაქლი. ბინგოლს დასავლეთით ელაზიღის პროვინცია ესაზღვრება.