![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Portrait_of_Binali_Y%25C4%25B1ld%25C4%25B1r%25C4%25B1m_%2528cropped%2529.jpg/640px-Portrait_of_Binali_Y%25C4%25B1ld%25C4%25B1r%25C4%25B1m_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ბინალი ილდირიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბინალი ილდირიმი (თურქ. Binali Yıldırım; დ. 20 დეკემბერი 1955, რეფაიე, ერზინჯანის პროვინცია, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, 2016-2018 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი. 2018 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 19 თებერვლამდე თურქეთის პარლამენტის 28-ე თავმჯდომარე. 2015 წლის 24 ნოემბერიდან 2016 წლის 22 მაისამდე იყო ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრი. მანამდე იკავებდა იგივე პოზიციას 2002-დან 2007 წლამდე, 2007-დან 2011 წლამდე და 2011 წლიდან 2013 წლამდე. მმართველი პარტიის სგპ-ს (AKP) წევრი, იგი იყო პარლამენტის წევრი სტამბოლის პირველი საარჩევნო ოლქიდან 2002-დან 2007 წლამდე, ერზინჯანიდან 2007 წლიდან 2011 წლამდე, იზმირის მეორე საარჩევნო ოლქიდან 2011 წლიდან 2015 წლის ივნისამდე და იზმირის პირველი საარჩევნო ოლქიდან 2015 წლის ნოემბრიდან.
ბინალი ილდირიმი თურქ. Binali Yıldırım | |
![]() | |
![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2018 – 19 თებერვალი, 2019 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ფიატ ოქტაი |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
წინამორბედი | ისმაილ ქაჰრამანი |
მემკვიდრე | მუსტაფა შენთოფი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი, 2016 – 9 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
წინამორბედი | აჰმეთ დავუთოღლუ |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2002 – 22 მაისი, 2016 | |
პრეზიდენტი | აბდულა გიული რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი აჰმეთ დავუთოღლუ |
წინამორბედი | ნაჯი ქინაჯიოღლუ |
მემკვიდრე | აჰმეთ არსლანი |
დაბადებული | 20 დეკემბერი, 1955 (1955-12-20) (68 წლის) რეფაიე, ერზინჯანი ![]() |
საარჩევნი ოლქი | 2015-იზმირი |
პოლიტიკური პარტია | სგპ |
მეუღლე | სემიჰა ილდირიმი |
შვილები | აჰმეთ ილდირიმი ბუშრა ილდირიმი ერქან ილდირიმი |
განათლება | სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ხელმოწერა | ![]() |
საიტი | http://www.binaliyildirim.com.tr/ |
2016 წლის 22 მაისს სგპ-ს თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ტრადიციულად შემდეგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება.[1] ამავე დღეს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაავალა მას ახალი სამთავრობო კაბინეტის ჩამოყალიბება, ხოლო 2016 წლის 24 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.