სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ერედვის თემში From Wikipedia, the free encyclopedia
ბერულა[3][4] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. ერედვის თემის ცენტრი.
სოფელი | |
---|---|
ბერულა | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
თემი | ერედვი |
კოორდინატები | 42°14′23″ ჩ. გ. 44°01′50″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 990 მ |
მოსახლეობა | 795[1] კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (98%) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1407[2] |
იყო სოფელ ერედვის ერთ-ერთი უბანი და ხევის უბანი, შუა ერედვი (გამომდინარე იქიდან, რომ ერედვსა და არგვიცს (კიდევ ერთ უბანს) შორის მდებარეობდა) ან ბერუაანთ უბანი ეწოდებოდა (აქ მცხოვრები ბერუაშვილების გამო).[5]
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს,[6] ზღვის დონიდან 990 მეტრზე.[7] გადაბმულია სოფელ ერედვზე და უწინ მისი ერთ-ერთი უბანი იყო (არგვიცთან და ერედვთან ერთად ქმნიდა ე. წ. „დიდ ერედვს“),[8] მოგვიანებით გამოეყო ცალკე სოფლად, თუმცა მოსახლეობა ამ სამივე სოფელს მაინც ერედვად მოიხსენიებს;[5] ცხინვალიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, გორიდან — 34 კილომეტრით.[7]
1926 წლის აღწერაში ცალკე სოფლად იხსენიება. საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით ბერულა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში (1926 წლის აღწერაში შესულია ცხინვალის სასოფლო საბჭოში).[6] 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში,[6] 2006 წლამდე — გორის რაიონში.[7] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2002 წლის აღწერაში შესულია როგორც ბერულის თემის საკრებულოს ცენტრი.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმის გამო, რომ ბერულა ეთნიკურად ქართველებით იყო დასახლებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, აგრესორებმა პირველად 8 აგვისტოს დაბომბეს, შემდეგ დღეებში კი დაწვეს.[8] მოსახლეობა დევნილად იქცა; მოკლეს 3 ადამიანი.[10] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Берула.[11]
1926 წლის აღწერის მიხედვით ბერულაში ცხოვრობდა 109 კომლი და 613 სული, რომელთაგან 586 ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო 27.[12] 1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 814 მცხოვრები[7] [773 (85%) ქართველი და 41 (15%) ოსი].[13] 2002 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის თანახმად ბერულის მოსახლეობას შეადგენდა 209 კომლი[14] და 795 სული (395 მამაკაცი და 400 ქალი), რომელთაგან 98% იყო ქართველი.[1] აგვისტოს ომის დროს სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან.
აქ მცხოვრები გვარებიდან აღსანიშნავია ბერუაშვილები, ვახტანგაშვილები, მაისურაძეები. აქაურების მტკიცებით, შუა ერედვში (ანუ ბერულაში) დაიბადა ბერი იოანე (მაისურაძე).[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.