![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ee/City_of_Berne.jpg/640px-City_of_Berne.jpg&w=640&q=50)
ბერნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერნი (გერმ. Bern, ფრანგ. Berne, იტალ. Berna) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი შვეიცარიაში, დე-ფაქტო კონფედერაციის დედაქალაქი. კამათი იმის შესახებ, უნდა ჰქონოდა კონფედერაციას დედაქალაქი თუ არა დასრულდა კომპრომისით - დედაქალაქს ოფიციალურად ფედერალური მნიშვნელობის ქალაქს უწოდებენ. ქალაქი არის ამავე სახელის მქონე კანტონის დედაქალაქი. მოსახლეობის უმრავლესობა გერმანულენოვანია, უკავია მეოთხე ადგილი შვეიცარიაში მოსახლეობის მიხედვით (ციურიხის, ჟენევისა და ბაზელის შემდეგ).[2] საქალაქო აგლომერაცია ითვლის 349 ათას ადამიანს.[3] 1983 წელს ქალაქის ისტორიული ნაწილი შევიდა იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის სიაში, ხოლო თვითონ ქალაქი შედის საუკეთესო საცხოვრებელი ქალაქების ათეულში.[4]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბერნი Bern | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კანტონი | ბერნიბერნი (კანტონი)|ბერნი | ||||
შიდა დაყოფა | Breitenrain-Lorraine[1] , Bümpliz-Oberbottigen[1] , Inner City[1] , Kirchenfeld-Schosshalde[1] , Länggasse-Felsenau[1] და Mattenhof-Weissenbühl[1] | ||||
კოორდინატები | 46°57′00″ ჩ. გ. 7°27′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Alec von Graffenried | ||||
დაარსდა | 1191 | ||||
ფართობი | 51.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 542 მ | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
მოსახლეობა | 128,041 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 2,481 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 031 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3000 | ||||
საავტომობილო კოდი | BE | ||||
ოფიციალური საიტი | bern.ch | ||||
დახურვა