From Wikipedia, the free encyclopedia
ბერატი (ალბ. Berati) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში. ბერატის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ოსუმის ნაპირებზე, ტომორის ქედის მთისწინეთზე. ტირანადან სამხრეთით 70 კმ-ზე. 2006 მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 65 000 კაცს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბერატი Berati | |||
| |||
ქვეყანა | ალბანეთი | ||
ოლქი | ბერატი | ||
რაიონი | ბერატი | ||
კოორდინატები | 40°42′00″ ჩ. გ. 19°57′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ფადილ ნასუფი | ||
დაარსდა | ძვ. წ. VI საუკუნე | ||
ადრეული სახელები |
ანტიპატრია პულხერიოპოლისი | ||
ფართობი | 6,3 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 58 მ | ||
მოსახლეობა | 65 000 კაცი (2006) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 032 | ||
საფოსტო ინდექსი | 5001-5006 | ||
საავტომობილო კოდი | BR | ||
ოფიციალური საიტი | bashkia-berat.net | ||
2008 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ქალაქის ტიპის დასახლება თანამედროვე ბერატის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ზვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და მას მაკედონიის მეფე კასანდრამ მამამისის პატივსაცემად უწოდა ანტიპატრია (ბერძ. Αντιπατρια). ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა.
ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა პულხერიოპოლისი (ბერძ. Πουλχεριοπολις).
IX საუკუნეში ქალაქი დაიპყრო ბულგარეთის მეფე სიმონ დიდმა და უწოდა ბელიგრადი. XIII საუკუნეში ქალაქი კვლავ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია, 1345 წელს კი შევიდა სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში.
XV საუკუნეში ბერატი იყო მუზაკის სამთავროს დედაქალაქი, ხოლო 1432-1444 წწ. - არიანიტის სამთავროს დედაქალაქი.
1431 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1450-1912 წწ. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 569 ინგლ. • რუს. • ფრ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.