From Wikipedia, the free encyclopedia
ანაბელა ეივერი თორნი (ინგლ. Anabella Avery Thorne; დ. 8 ოქტომბერი, 1997) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და მოდელი. სანამ დისნეის სერიალ „Shake It Up“-ში (2010-2013)[1] მიიღებდა მონაწილეობას, ითამაშა რუთი სპაივის როლი სატელევიზიო სერიალ „My Own Worst Enemy“-ში (2008), ხოლო ტენსი ჰენრიკსონი სატელევიზიო დრამა სერიალის, „დიდი სიყვარული“-ის მეოთხე სეზონში. მან ფეიჯ ტოუნსენის როლი Freeform-ის დრამა სერიალ „ცნობილი და შეყვარებული“-ში ითამაშა, 2017-2018 წლებში. იგი გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „არეულები“(2014), „დაფი“(2015), „ელვინი და თახვები:ნატეხი გზა“(2015), ერთ ტალღაზე“(2017), „მოჩვენება: გამოღვიძება“(2017), „ძიძა“(2017), „შუაღამის მზე“(2018), „მკვლელი ნაცია“(2018).
ბელა თორნი | |
---|---|
ბელა თორნი 2021 წლს | |
დაბადების სახელი | ანაბელა ეივერი თორნი |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1997 პომბრეკ-პაისი, ფლორიდის შტატი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2003-დღემდე |
საიტი | bellathorneofficial.com |
ანაბელა ეივერი თორნი 1997 წლის 8 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში დაიბადა. არის თამარა თორნსა[2] და დილენსეი რეინალდო თორნს[3] ქალიშვილი. ჰყავს ორი უფროსი და კაილი და დანი, და აგრეთვე ძმა-რემი, სამივე მათგანი მსახიობია [4]. მამამისი რომელიც წარმოშობით კუბელი[5][6] იყო, 2007 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით[7][8] გარდაიცვალა. ბელა ეთნიკური წარმომავლობით იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი[9] და ვალიელია. ბელამ ერთ-ერთ ინტერვიუზე ახსენა რომ მასა და მის 3 და-ძმას მხოლოდ დედამისი ზრდიდა, ხოლო მატერიალური პრობლემების გამო, ბელამ ოჯახის დასახმარებლად მსახიობობა დაიწყო[10].
ბელამ თავისი სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი 6 კვირის იყო, იგი გამოჩნდა რამდენიმე ტანსაცმლის ბრენდის რეკლამაში, მათ შორისაა: „Neutrogena“, „Texas Instruments“, „Guess Jeans“, „Tommy Hilfiger“, „Candie's“, „Ralph Lauren“, „Gap“, „Diesel“ და სხვა. იგი იყო შემდეგი ჟურნალების გარეკნებზე: „Shape“, „Seventeen“, „Teen Vogue“, „Latina“, „Gay Times“, „Company“, „Marie Claire“, „CosmoGirl“, „Elle“, „Glamour“ და „GQ“. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში, მათ შორისაა: ლიამ პეინის „Bedroom Floor“-ი და ლოგან პაულის „Outta My Head“.
თორნი პირველად ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა, უმნიშვნელო როლით ფილმში "Stuck on You", სადაც ჯესის როლი შეასრულა. შემდეგ ის, ტელესერიალ „Entourage“-ის ეპიზოდებში გადაიღეს. მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა 2008 წელს სერიალში „October Road“-ში. 2010 წელს მან მთავარი როლი მიიღო ტელესერიალში - „Shake It Up!“, სადაც სისი ჯონსის როლი ითამაშა.
ბელა, 2010 წელს ტელესერიალში „My Own Worst Enemy“-ში შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა პრემიით „ახალგაზრდა მსახიობი“. 2014 წლის 16 მაისს, მისი სინგლის „Call it Whatever“-ის პრემიერა შედგა, ხოლო, 29 მაისს ამ სიმღერის კლიპი გამოიცა. მოგვიანებით, ეს სიმღერა მის სადებიუტო ალბომში „Jersey“-ში მოხვდა.
2014-2016 წლებში ბელას სასიყვარულო რომანი ჰქონდა მსახიობ გრეგ სალკინთან[11], 2016[12] წლის 23 აგვისტოს, სოციალური ქსელის საშუალებით ბელამ განაცხადა რომ იგი ბისექსუალია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.