ბელასიცა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელასიცა (ბულგ. Беласица, მაკედ. Беласица, ბერძ. Μπέλλες) — მცირე ქედი ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში. ქედის სიგრძე დაახლოებით 60 კმ-ია, ხოლო სიგანე 9 კმ-მდეა. უმაღლესი წერტილია — მწვერვალი რადომირი.
სწრაფი ფაქტები ბელასიცა ...
ბელასიცა | |
---|---|
კოორდინატები: 41°20′ ჩ. გ. 22°57′ ა. გ. | |
ქვეყანა | ბულგარეთი ჩრდილოეთი მაკედონია საბერძნეთი |
უმაღლესი წერტილი | რადომირი |
სიმაღლე | 2029 მ |
სიგრძე | 60 კმ |
სიგანე | 9 კმ |
დახურვა
ბულგარეთის ისტორიაში ბელასიცის მთებთან დაკავშირებულია ბელასიცის ბრძოლა (მეორე სახელი კლიდიონის ბრძოლა), როდესაც 1014 წლის 29 ივლისს ბიზანტიურმა ძალებმა სტრუმიცის ველზე ბულგარეთის ჯარს მძიმე დარტყმა მიაყენეს და ამით დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს დაცემა დააჩქარეს[1][2].