ბელარუსის რკინიგზა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსის რკინიგზა (ბელარ. Беларуская чыгунка) — ბელარუსის სარკინიგზო ქსელის ოპერატორი. ეს არის სახელმწიფო გაერთიანება, რომელიც ექვემდებარება ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს. მის შემადგენლობაში შედის იურიდიული სტატუსის მქონე 66 ორგანიზაცია და სამი წარმომადგენლობა. ბელარუსის რკინიგზის მართვის აპარატს წარმოადგენს ბელარუსის რკინიგზის სამმართველო.
სწრაფი ფაქტები ბელარუსის რკინიგზა, მონაცემები ...
ბელარუსის რკინიგზა | |
---|---|
| |
მონაცემები | |
ფუნქციონირების თარიღები | 1992–დღემდე |
ლიანდი | 1520 მმ |
სიგრძე | 5491 კმ |
ვებ-საიტი | rw.by |
დახურვა
ბელარუსის რკინიგზა დაკავშირებულია შემდეგი ქვეყნების რკინიგზებთან: ლატვია (ლატვიის რკინიგზა), ლიეტუვა (ლიეტუვის რკინიგზა), პოლონეთი (პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზა), რუსეთი (რუსეთის რკინიგზა) და უკრაინა (უკრაინის რკინიგზა).