From Wikipedia, the free encyclopedia
ბაღის სოკო (ლათ. Entoloma clypeatum) — ენტოლომას გვარის სოკო, ენტოლომასებრთა ოჯახისა.[1] გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში.
ბაღის სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Entoloma clypeatum (L.) P. Kumm. 1871 | |||||||||||||||
|
ერთი წყარო მას კარგ საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელ ან შხამიანად. იზრდება ნიადაგზე, პარკებში, ბაღებში, მდელოებზე, ასევე გზის პირებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Agaricus clypeatus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა 1871 წელს გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 2-12 სმ, ნორჩობაში კონუსისებრი ან ამოზნექილი, შემდგომში ბრტყლად ამოზნექილი, ფართო ბორცვაკით ცენტრში. ჰიგროფანული, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერ-ყავისფერი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობის, ზოგჯერ ზეთისხილსფერი ან მოყვითალო ელფერით.
რბილობი — თეთრი ფერის, უსიამოვნო ფქვილის სუნითა და გემოთი. ჰაერზე ფერს არ იცვლის.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები საკმაოდ ხშირი, ფეხთან შეზრდილი, ნორჩობაში თეთრი ან მონაცრისფრო, ასაკთან ერთად რუხ-ვარდისფერ ან მურა-ვარდისფერ შეფერილობას იღებს.
ფეხის სიგრძე — 4-9 სმ, სისქე — 0,5-2 სმ, თეთრი ფერის, ზოგჯერ მონაცრისფრო ან მოყავისფრო ელფერით. ბოჭკოიან-ზოლიანი ზედაპირით.[3] საყელოს გარეშე.
სპორების ფხვნილი — ვარდისფერი. სპორები — 8-12×7-10 მკმ, კუთხოვანი, ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 25-55×10-20 მკმ, ცისტიდების გარეშე.
ერთი წყარო მას კარგ საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელ [4] ან შხამიანად.
ზოგიერთი სახელმძღვანელო ახალბედა მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს ენტოლომასა და ინოციბეს გვარების ბევრ შხამიან წარმომადგენელს.
გავრცელებულია ევროპაში,[5] ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში.[6] იზრდება ნიადაგზე, პარკებში,[7] ბაღებში, მდელოებზე, ასევე გზის პირებზე, იაშვიათად ტყეებში, როგორც წესი ჯგუფებად. ასევე ქმნის „ქაჯის წრეს“. მიკორიზას ქმნის ვარდისებრთა ოჯახის მცენარებთან, როგორებიცაა ბალი, კომში, ვაშლი, ქლიავი, კუნელი, კვრინჩხი და ა.შ.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.