![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Johannes_Bessarion_aport012.png/640px-Johannes_Bessarion_aport012.png&w=640&q=50)
ბასილ ბესარიონი
ბიზანტიელი თეოლოგი და განმანათლებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბასილ ბესარიონი[georgian 1] (ბერძ. Βασίλειος Βησσαρίων; ლათ. Basilius Bessario), ასევე ბესარიონ ნიკეელი[1] (დ. 2 იანვარი, 1403, ტრაპიზონი — გ. 18 ნოემბერი, 1472, რავენა) — XV საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ბერძენი (ბიზანტიელი) საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ჰუმანისტი. ნეოპლატონიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.
ბასილ ბესარიონი Basilius Bessario ![]() | ||
| ||
---|---|---|
27 აპრილი, 1463 — 18 ნოემბერი, 1472 | ||
ეკლესია: | რომის კათოლიკური ეკლესია | |
წინამორბედი: | ისიდორე | |
მემკვიდრე: | პიეტრო რიარიო | |
| ||
27 აპრილი 1463 — 18 ნოემბერი, 1472 | ||
ეკლესია: | რომის კათოლიკური ეკლესია | |
წინამორბედი: | ისიდორე | |
მემკვიდრე: | გიიომ ესტუტევილი | |
| ||
11 ნოემბერი, 1437 — 18 დეკემბერი, 1439 | ||
ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | |
წინამორბედი: | გიორგი III | |
მემკვიდრე: | ნეოფიტე | |
დაბადების სახელი: | Βασίλειος Βησσαρίων | |
დაბადება: | 2 იანვარი, 1403 ტრაპიზონი | |
გარდაცვალება: | 18 ნოემბერი, 1472 (69 წლის) რავენა | |
დაკრძალულია: | სანტი აპოსტილი, რომი | |
ბერად აღკვეცა: | 1427 | |
კარდინალი: | 18 დეკემბერი, 1439 | |
ნიკეის მიტროპოლიტი (1437–1439) და კონსტანტინოპოლის ლათინთა ტიტულარ-პატრიარქი (1463–1472). მართმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების (1439) მხარდამჭერი. როგორც კათოლიკე კარდინალი (1439 წლიდან) ორჯერ იქნა წარდგენილი პაპობის კანდიდატურაზე.[2] კარგმა კლასიკურმა განათლებამ საშუალება მისცა, დიდი გავლენა მოეპოვებინა ჰუმანისტურ წრეებში. მისი დამსახურებაა ძველბერძნული კულტურისა და ენის მიმართ დასავლეთ ევროპელების დაინტერესება. რომში დააარსა აკადემია, რომელიც პლატონის მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნა.