From Wikipedia, the free encyclopedia
ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარია, კაპადოკია ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის წმინდა მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი.
ბასილი დიდი | |
---|---|
დაიბადა |
329[1] [2] [3] [4] კაისერი[3] [5] |
გარდაიცვალა |
379[6] [3] კაისერი |
ხსენების დღე | 2 იანვარი[7] |
მოღვაწეობა | თეოლოგი[6] , კათოლიკე მღვდელი[8] , ფილოსოფოსი[6] , მწერალი[9] [6] , Catholic deacon[8] , მთავარეპისკოპოსი და Catholic bishop[8] [9] |
ენა | ძველი ბერძნული ენა[10] და ლათინური ენა[9] |
სწავლობდა კესარიაში, შემდეგ კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. ათენიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს იყო რიტორიკის მასწავლებლად. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი. 370 წელს გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ცდილობდა მოეხდინა აღმოსავლეთის ეკლესიის ძალთა კონსოლიდაცია არიანელობის წინააღმდეგ. ქადაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „ევქუსთა დღეთაჲ“, რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. აღწერილია სამყაროს შექმნის ექვსი დღე; განხილულია ანტიკური მეცნიერთა შეხედულებები „საგანთა პირველსაწყისის შესახებ“. ბასილი დიდის უმთავრესი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირეს და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნებით იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.