From Wikipedia, the free encyclopedia
ბარი (სომალ. Bari) — რეგიონი (gobolka) სომალის ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონში არსებობს დიდი ქალაქები: ბოსასო (ადმინისტრაციული ცენტრი) და გარდო. რეგიონი ესაზღვრება სანაგის და სოლის რეგიონებს დასავლეთში, ნუგალის რეგიონს სამხრეთში, ადენის ყურეს ჩრდილოეთში და ინდოეთის ოკეანეს აღმოსავლეთში. ფართობის მიხედვით ბარის რეგიონს უკავია მეორე ადგილი სომალის რესპუბლიკაში. რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ოსმან მაჰმუდის კლანის ქვეკლანებს.[1][2]
რეგიონი | |
---|---|
ბარი სომალ. Bari | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | ბოსასო |
კოორდინატები | 10°50′00″ ჩ. გ. 50°11′00″ ა. გ. |
ფართობი | 70 088 კმ² |
მოსახლეობა | 719 512 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 10,27 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ბარის რეგიონი განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა ცუნამისგან, რომელიც გამოიწვია 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში, ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან მომხდარმა მიწისძვრამ. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაფუნის ნახევარკუნძულზე და სანაპირო ავტოგზის სიახლოვეს, რომელიც აკავშირებს რეგიონს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან.
ავტონომიური მთავრობის მონაცემებით სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პუნტლენდის ბარის რეგიონი იყოფა ორ ადმინისტრაციულ რეგიონად: ბარი ჩრდილოეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — ბოსასო) და კარკაარი სამხრეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — გარდო)[3].
ბარის რეგიონში არსებობს 8 ოფიციალური რაიონი[4][5]:
ბარის რეგიონში ასევე არსებობს სხვადასხვა ტომებით დასახლებული ოლქები, რომლებსაც ზოგჯერ რაიონებსაც უწოდებენ და მდებარეობენ შემდეგ ადგილებში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.