From Wikipedia, the free encyclopedia
ბალახოვანი მცენარე, აგრეთვე ბალახები — უმაღლესი მცენარეების სიცოცხლის ფორმა. ბალახებს გააჩნიათ ფოთლები და ღერო, რომლებიც ვეგეტეციური პერიოდის დასრულების შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე კვდებიან.ნიადაგის ზედაპირზე მათ არ გააჩნიათ მუდმივი მერქნიანი ვარჯი. ბალახოვანი მცენარეები ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი არიან.
ზოგიერთი სწრაფმზარდი ბალახოვანი მცენარე (განსაკუთრებით ერთწლოვანები) პიონერ მცენარეებად ითვლებიან, რადგანაც გავრცელების არეალებში პირველები იზრდებიან და მცენარეთა სახეობების ანაგენეზს განსაზღვრავენ. სხვა სახეობები კი ბევრი ისეთი ბუნებრივი არეალის სტაბილურ მცენარეულ საფარს აყალიბებებენ და განვითარებას უწყობენ ხელს, როგორებიცაა ქვეტყეები, ტყისპირები, მდელოები, უდაბნოები და ნახევარუდაბნოები.
სიცოცხლის ამ ფორმის მთავარ მახასიათებლად მიწისზედა ნაწილების არარსებობა ითვლება, რომლებსაც მკაცრი პირობების გადანა შეუძლიათ. ეს განსაზღვრება ადვილად შეგივიძლია მივუსადაგოთ ჩრდილოეთის კლიმატურ ზონებში (ზაფხული-ზამთარი) გავრცელებულ მცენარეებს. სამხრეთის უდაბნოებსა და ტროპიკებში ეს მახასიათებელი გარკვეული თავისებურებებით არის მისაღები. მაგალითად, ტროპიკებში სადაც ზამთარი და მშრალი სეზონი არ იცის, ბალხებს შესაძლოა მრავალწლიანი საკმაოდ დიდი ზომის, მიწისზედა ნაწილები ჰქონდეთ. ამიტომაც ბალახეულთა განსხვავებისათვის ბიოლოგები სხვა ნიშნებს იყენებენ. ესენია მერქნისებური მიწისზედა ნაწილების და მეორადი გამსხვილების უნარის არქონა და შერეული გამტარობის სისტემა. თუმცა, ეს ნიშნები ყოველთვის არ მოქმედებს, რადგანაც გამერქნება სხვადასხვა ხარისხით ბევრი ბალახეულისათისაა დამახასიათებელი, ხეებსა და ბუჩქებს შორის კი რბილმერქნიანი თითქმის ბალახოვანი ფორმებიც გვხვდება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბალახოვან და მერქნიან მცენარეებს შორის ბევრი გარდამავალი ან შუამავალი ფორმები არსებობს. ბალახები ფესვთა სისტემასა და ნაზარდებს (ღერო, ფოთოლი და ყვავილოვანი ნაწილი) ივითარებენ.
მრავალწლოვან ბალახებს მიწისქვეშა ან მიწაში მცოცავი ღეროები რამდენიმე ან მრავალი წლის განმავლობაში აქვთ, მიწისზედა კი მხოლოდ ერთ წელს. მიწისზედა ნაზარდების გამერქნება არ ხდება და ისინი მთლიანად კვდებიან, ახალი ნაზარდები კი საკვირტე მუხლებიდან იზრდებიან, რომლებიც მიწისქვეშ ან მიწას ზედაპირთან მჭიდროდ არიან განლაგებულები.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეები ვეგეტაციური პერიოდის შემდეგ მთლიანად კვდებიან ან ყვავილობისა თუ ნაყოფიერების შემდეგ კვლავ იზრდებიან თესლისაგან. ერთწლიანები მთელ სასიცოცხლო ციკლს ერთ სეზონზე გადიან, რა დროსაც ისინი თესლიდან აღმოცენებას, აყვავებას და თესლის მომწოფებასაც ასწრებენ.
გაზაფხულის ერთწლოვანების თესლები გაზაფხულზევე მწიფდება და იმავე ზაფხულში მცენარე კვდება. მოზამთრე ერთწლოვანები კი რომლებსაც თესლები შემოდგომით უმწიფდებათ გამოზამთრების დროს ღეროების დამოკლებითა და მიწაზე გართხმული ფესვებთან ახლომდებარე ფოთლებით გამოირჩევიან. ისინი მომდევნო წელს ყვავილობენ, მწიფდებიან და კვდებიან.
ორწლიანი ბალახოვანები პირველ წელს თესლიდან ნაზარდსა და ფესვების სიახლოვეს ფოთლებს ივითარებენ, მეორე წელს კი საყვავილე ღეროს. ყვავილობისა და ნაყოფის სიმწიფის შემდეგ ორწლიანებიც კვდებიან. ორწლიანები ერთწლოვანებისაგან ღეროს საწყისთან გასული წლის ფოთლების ნარჩენებით გამორჩევიან, მრავალწლიანებისაგან კი ძირხვენების და ბოლქვები არარსებობით. მათ გასული წლის მკვდარი ღეროებისა და ფოთლების შენარჩუნება არ ახასიათებთ.
ორწლიანი და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების ღეროები ვეგეტაციური პერიოდის დასრულების შემდეგ კვდებიან, მაგრამ მცენარის ნაწილი სეზონიდან სეზონამდე მიწაში ან მიწის სიახლოვეს აგრძელებს სიცოცხლეს. ახალი ყლორტი ან ამონაყარი კი მიწაზე ან მიწაში დარჩენილი ცოცხალი ქსოვილიდან (ძირხვენა, ბოლქვი, მიწისზედა ღერო) ვითარდება.
ორწლიან ბალახოვანი მცენარეებად ითვლებიან სტაფილო, ძირთეთრა, თავყვითელა. ბალახოვან მრავალწლოვანებად კი იორდასალამი, პიტნა, გვიმრების უმრავლესობა და ბალახების დიდი ნაწილი. ბალახოვანი მცენარეებიდან განსხვავებით, არაბალახოვანი მრავალწლოვან მცენარეებს მიწის ზემოთ ღეროები გააჩნიათ და ისინი არავეგეტაციის პერიოდშიც ცოცხლები რჩებიან. ზრდა-განვითარება კი მომდევნო წელს მიწისზედა ნაწილიდან ხდება. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ხეები, ბუჩქები და ლიანები.
ბალახოვანი მცენარეები თავის მხრივ იყოფიან ბევრ სხვა ჯგუფებად (არსებობს სხვადასხვა კლასიფიკაცია):
ბალახების ზოგიერთ სახეობას, მაგალითად ქოლგოსნებს (ლათ. Apiaceae), მარცვლეულის ზოგ სახეობას (ლათ. Poaceae), რთულყვავილოვანებს (ლათ. Asteraceae) გიგანტიზმისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. ზოგიერთი ბალახოვანი მცენარე განსაკურებულად დიდი იზრდება. მაგალითად, სახეობა (ლათ. Musa) წარმოადგენლები, რომელთაც ბანანები მიეკუთვნებიან. ბანანი - ყველაზე მაღალი ბალახოვანი მცენარეა და 15 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ხშირად მას ხედ მიიჩნევენ, მაგრამ მისი ღერო არ არის ხის ვარჯი. სხვა მონაცემებით (თუ გამერქნებას მთავარ თვისებად არ ჩავთვლით) მაღალ ბალახებად ითვლება ბამბუკის ზოგიერთი სახეობაც. მათი ღეროს სიმაღლე 35 მეტრამდე აღწევს.
ადამიანი ოდითგანვე იყენებს ბალახის სხვადასხვა სახეობებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო მიზნით. ფართოდ მოჰყავთ ისინი კვებისა და საქონლის საკვებად. დანიშნულების მხრივ ისინი იყოფიან კულინარიულ, სამკურნალო და რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილად. კულინარიაში მათ იყენებენ სანელებლად და მწვანილად, გემობრივი თვისებების გასაუმჯობესებლად. მათ მიეკუთვნებათ ისეთი მცენარეები როგორებიცაა კამა, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, პიტნა, რეჰანი, ნიორი და სხვები. უკვე მრავალი ათასი წელია ბალახებს ადამიანი სამკურნალო მიზნითაც იყენებს. ამის შესახებ ძველ მკურნალთა ჩანაწერებიც მოწმობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.