![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Warhammer_819_batumi_port.jpg/640px-Warhammer_819_batumi_port.jpg&w=640&q=50)
ბათუმის ყურე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბათუმის ყურე — ყურე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბათუმის კონცხით დაცულია აქ გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთი დინებისა და დასავლეთ ქარისაგან. ყურის დასავლეთ ნაწილში გაშენებულია ბათუმის ნავსადგური და საზღვაო ვაგზალი. მაქსიმალური სიღრმე 58 მ.[1] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სიღრმე 10 მ-დე ეცემა. ფსკერი ლამიან-ქვიშიანია. სოხუმისა და ბიჭვინთის ყურეებთან ერთად წარმოადგენს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უდიდეს ყურეს.[2] პლაჟი მოსწორებულია და განიერი. ღიაა ჩრდილოეთისაკენ. ბათუმის ყურეს ერთვის მდინარეები ყოროლისწყალი და ბარცხანა. დასავლეთიდან შემოსაზღვრულია ბათუმის კონცხით. ბათუმის ყურის ნაპირას გაშენებულია ქალაქი ბათუმი.[3]
სწრაფი ფაქტები ბათუმის ყურე, კოორდინატები ...
ბათუმის ყურე | |
---|---|
![]() ბათუმის ყურე | |
კოორდინატები | 41°39′23″ ჩ. გ. 41°39′34″ ა. გ. |
აუზი | შავი ზღვა |
ქვეყნები |
![]() |
ტიპი | ყურე |
მაქსიმალური სიღრმე | 58 მ |
დახურვა