From Wikipedia, the free encyclopedia
აჯამკა (უკრ. Аджамка) — მდინარე უკრაინაში, კიროვოჰრადის ოლქის კროპივნიცკის რაიონში. ინგულის მარცხენა შენაკადი (სამხრეთის ბუგის აუზი). სიგრძე 61 კმ, აუზის ფართობი 614 კმ². სათავე აქვს მაღლობზე (ზღვის დონიდან 222,5 მეტრი), სოფელ ბოჰდანივკის დასავლეთით. შენაკადების საერთო სიგრძე დაახლ. 91 კმ-ია, მათ შორის ყველაზე დიდია: სერებრიანკა, ჩორნა, მოკრა-ბალკა, ჩერვონი-იარი. ჩამონადენი დარეგულირებულია, მდინარეზე არის 29 ტბორი და წყალსაცავი საერთო მოცულობით 9,7 მლნ. მ³; სარკის ფართობით მათ შორის უდიდესია აჯამკისა (130 ჰა) და კლინცის (87 ჰა). იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მეთევზეობისათვის, სარწყავად. მდინარის ხეობაშია ბუნების უნიკალური პალეონტოლოგიური და გეოლოგიური ობიექტები. პალეოგენურ ქვიშაქვებში აღმოჩენილია საბალის გვარის პალმების ანაბეჭდები. აჯამკის ორნითოლოგიურ ნაკრძალში დაცულია რუხი ყანჩების კოლონია.[1]
აჯამკა უკრ. Аджамка | |
---|---|
ქვეყანა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეულები | კროპივნიცკის რაიონი (კიროვოჰრადის ოლქი) |
სათავე | 48°43′47″ ჩ. გ. 32°28′05″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 222,5 მ |
შესართავი |
ინგული 48°23′12″ ჩ. გ. 32°22′24″ ა. გ. |
სიგრძე | 61 კმ |
აუზის ფართობი | 614 კმ² |
მდინარის ტიპი | ინგული → სამხრეთის ბუგი → შავი ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.