ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალციხის მუნიციპალიტეტი შედის სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ახალციხის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 2 ქალაქი, 14 ტერიტორიული ორგანო და 46 სოფელი. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან აგარის, ანდრიაწმინდის, აწყურის, ელიაწმინდის, კლდის, მინაძის, პამაჯის, საძელის, სვირის, სხვილისის, ურავლის, ფერსის, წყალთბილას და წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ახალციხის მუნიციპალიტეტის ფართობია 997,5 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 20 992 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 21.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ახალციხე. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის აწყური (1 539 ადამიანი), ახალციხიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ელიაწმინდა (34 კმ.).