From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ჰებრიდები (ინგლ. New Hebrides) — არქიპელაგი და ვანუატუს რესპუბლიკის ისტორიული სახელი, ქვეყნის, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე: ესპირიტუ-სანტო, ამბრიმი, ეფატე და სხვა (სულ დაახლოებით 80).
მშობ. სახელი: ინგლ. New Hebrides | |
---|---|
ახალი ჰებრიდები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16°38′ ს. გ. 168°01′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 83 |
მთავარი კუნძული | ესპირიტუ-სანტო |
ფართობი | 12 336 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
1879 მ მთა ტაბვემასანა |
ვანუატუ | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 221 506 (2006) |
სიმჭიდროვე | 17,956 ად. /კმ² |
კუნძულები 1606 წელს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა მეზღვაურმა ესპანეთიდან პედრო ფერნანდეს დე კიროსმა; XVIII საუკუნის 1770-იან წლებში გამოიკვლია ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა, რომელმაც ამ კუნძულებს უწოდა «ახალი ჰებრიდები» შოტლანდიიდან დასავლეთით მდებარე ჰებრიდის კუნძულების პატივსაცემად. 1906 წლიდან 1980 წლამდე იგი შედიოდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ კოლონიალურ მფლობელობაში — (კონდომინიუმში). 1980 წლის 30 ივლისიდან ახალი ჰებრიდების ოფიციალური სახელია — ვანუატუს რესპუბლიკა.
კოლონიალურ პერიოდში არქიპელაგისთვის მონეტებს ბეჭდავდა პარიზის მონეტების სახლი. ფულადი ერთეული 1983 წლამდე — ახალჰებრიდული ფრანკი (100 სანტიმი = 1 ფრანკი), 1983 წლის შემდეგ — ვატუ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.