ახალი ზელანდიის მონარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ზელანდიის მონარქია (ინგლ. Monarchy of New Zealand); ასევე მოიხსენიებენ როგორც: ახალ ზელანდიაზე უფლების მქონე გვირგვინს, მისი აღმატებულება ახალი ზელანდიის მფლობელი — კონსტიტუციური მოწყობა, სადაც მონარქი წარმოადგენს ახალი ზელანდიის სამეფოს სუვერენულ მმართველს,[1][2] რითიც ის წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედი ვესტმინსტერის სისტემის საპარლამენტო დემოკრატიის ცენტრალურ ფიგურას. შესაბამისად მონარქია წარმოადგენს ახალი ზელანდიის სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების განუყოფელ ნაწილს.[3]