აშშ-ის საზღვაო ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის საზღვაო ძალები (ინგლ. United States Navy, USN) — აშშ-ის საზღვაო ოპერაციების უწყება და შეიარაღებული ძალების განშტოება, ასევე, აშშ-ის ფორმიან სამსახურთაგან ერთ-ერთი. აშშ-ის საზღვაო ძალები, ამდროისთვის, ითვლება ყველაზე მსხვილ და მძლავრ საზღვაო ძალად მსოფლიოში[2][3], კომბინირებული საბრძოლო ფლოტის ყველაზე მაღალი ტონაჟით.[4] მის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს უმსხვილესი ავიამზიდური ფლოტი, რომელთა შორის ათი საბრძოლო მწყობრშია, ოთხი სარეზერვო ფლოტშია,[5][6][7] აგების პროცესშია ახალი კლასის სამი ავიამზიდი.[8] აშშ-ის საზღვაო ძალებში 328,186 მოქმედი მოსამსახურეა, 110,882 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება. 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მის დაქვემდებარებაშია 272 საბრძოლო გემი და 3 700-ზე მეტი მოქმედი საფრენი აპარატი.[1]
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები | |
---|---|
აშშ-ის საზღვაო ძალების ემბლემა | |
აქტიური | 13 ოქტომბერი, 1775 (1775-10-13) (248 წლის)— დღემდე [1] |
ქვეყანა | აშშ |
ტიპი | საზღვაო ძალები |
როლი | ძალის წარმოჩინება, კრიზესებზე პასუხი და პირდაპირი მოქმედება |
ნაწილი | აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი
|
ალიანსი | აშშ-ის კონსტიტუცია |
შტაბ-ბინა | პენტაგონი არლინგტონის ოლქი, ვირჯინია, აშშ |
დევიზი | „Non sibi sed patriae“ (ლათ. არა თავისთვის, არამედ მამულისთვის) (არაოფიციალური) |
ფერები | ლურჯი, ოქროსფერი |
მარში | "Anchors Aweigh" დაკვრა (?·i) |
მხატვრული გაფორმება | პრეზიდენტის მადლიერება
|
მეთაურები | |
მთავარსარდალი | აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი |
თავდავის მდივანი | ლოიდ ოსტინი |
საზღვაო ძალების მდივანი | კარლოს დელ ტორო |
საზღვაო ოპერაციების უფროსი | ადმირალი მაიკლ გილდეი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
დროშა | |
გიუისი | |
საფრენი აპარატები | |
მოიერიშე | F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F |
ელექტრონული | E-2C, EP-3E, E-6, EA-6B, EA-18G |
გამანადგურებელი | F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F |
ვერტმფრენი | UH-1, CH-53D, MH-53E, SH-60B/F, HH-60H, MH-60R/S |
საპატრულო | P-3 Orion |
მზვერავი | RQ-2, MQ-8B, RQ-4 |
სავარჯიშო | F-5, F-16N, T-2C, T-6, T-34, T-39, T-44, T-45, TH-57 |
სატრანსპორტო | C-2, C-9, C-12, C-20, C-40, C-130 |
აშშ-ის საზღვაო ძალები სათავეს კონტინენტური ფლოტიდან იღებს, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომის დროს ჩამოყალიბდა, და მალევე დაიშალა ცალკეული უწყების სახით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომში,რომლის დროსაც ახორციელებდა კონფედერატების ბლოკადას და კონტროლის მოპოვებას მდინარეებზე. მან მთავარი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის დამარცხებაში. XXI საუკუნეში აშშ-ის საზღვაო ძალები აქვს მნიშვნელოვანი გლობალური სამხედრო დასწრება, რომლის უზრუნველყოფა ხდება ისეთ რეგიონებში გაშლით, როგორებიცაა წყნარი ოკეანეს დასავლეთი, ხმელთაშუა ზღვა, ინდოეთის ოკეანე და ახლო აღმოსავლეთი. იგი წარმოადგენს ოკეანურ ფლოტს, რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალის წარმოდგენა მსოფლიოს ზღვისპირა რეგიონებში, შეუძლია მონაწილეობა ოპერაციებში მოწინავე ზონებში მშვიდობიანობის დროს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს რეგიონალურ კრიზისებზე, რაც მას აშშ-ის საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.
აშშ-ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციულ მართვას აწარმოებს საზღვაო ძალების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს საზღვაო ძალების მდივანი, სამოქალაქო პირი. საზღვაო ძალების დეპარტამენტი, თავის მხრივ, თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებაა, რომელსაც თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობს. საზღვაო ოპერაციების უფროსი არის ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და საზღვაო ძალების დეპარტამენტის უფროსი საზღვაო ოფიცერი. მაგრამ, საზღვაო ოპერაციების უფროსი ვერ იქნება შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების საზღვაო ოფიცერი, თუ შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე არიან საზღვაო ოფიცრები, რადგან კანონით მათი წოდება საზღვაო ოპერაციების უფროსზე აღმატებულია.