From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი კავანგო (ინგლ. Kavango East Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიქმნა 2013 წლის 8 აგვისტოს ოკავანგოს რეგიონის გაყოფის გზით დასავლეთ და აღმოსავლეთ კავანგოს რეგიონებად. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ფართობი შეადგენს 25 576 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 136 823 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი რუნდუ.
რეგიონი | |
---|---|
აღმოსავლეთი კავანგო ინგლ. Kavango East Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | რუნდუ |
შიდა დაყოფა | Mashare Constituency, Mukwe Constituency, Ndiyona Constituency, Ndonga Linena Constituency, Rundu Rural East Constituency და Rundu Urban Constituency |
კოორდინატები | 17°59′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. |
დაარსდა | 2013 |
ფართობი | 25 576 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 136 823 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 5,36 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოლოგიური თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი წარმოადგენს კალაჰარის პლატოს ჩრდილოეთ გაგრძელებას და მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მეტ სიმაღლეზე. რადგანაც აქ ყოველწლიურად მოდის ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რეგიონი მცენარეული საფარით საგრძნობლად განსხვავდება გვალვიან ცენტრალურ და სამხრეთის რაიონებისგან. რეგიონის ტერიტორია ასევე ირწყვება მდინარე ოკავანგოს და მისი შენაკადების წყლით. ამ მდინარეზე 200 კმ-ის მანძილზე გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და ანგოლას შორის. რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას.
აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰაუდომის ეროვნული პარკი და ასევე მაჰანგოს ნაკრძალი.
რეგიონს სახელი დაერქვა აქ მცხოვრები კავანგოს ტომის ხალხის სახელის მიხედვით.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი იყოფა 6 ოლქად[2][3]:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.