![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7b/Aqa_Khan_in_Chicago.jpg/640px-Aqa_Khan_in_Chicago.jpg&w=640&q=50)
აღა-ხან III
From Wikipedia, the free encyclopedia
აღა-ხან III ან სულთან მუჰამედ-შაჰ აღა-ხანი — სულთანი, ისმაილიტების სექტის 48-ე იმამი (1855 წლიდან). ინდოეთის პოლიტიკოსი და რელიგიური მოღვაწე. დაკავშირებული იყო ბურჟუაზიულ-მემამულურ წრეებთან. უმაღლესი განათლება მიიღო ინგლისში. 1902-1904 წლებში იყო ინდოეთის ვიცე-მეფის საბჭოს წევრი. 1906 წლიდან — სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1913 წელს, როდესაც ლიგა მემარცხენეობისაკენ გადაიხარა, გამოვიდა მისი შემადგენლობიდან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7b/Aqa_Khan_in_Chicago.jpg/320px-Aqa_Khan_in_Chicago.jpg)
მეთაურობდა ინდოეთის დელეგაციის „მრგვალი მაგიდის“ კონფერეციაზე ლონდონში (1930-1932) და ერთა ლიგის სხდომაზე 1932 წელს. 1934-1937 წელს იყო მსხვილი მიწათმფლობელი და საქმოსანი. რელიგიის საქმეებში მხარს უჭერდა ბურჟუაზიულ მოდერნიზმს ისლამში. მის დროს ისმაილიტების სექტაში დაიწყო ბურჟუაზიული გარდაქმნები.