From Wikipedia, the free encyclopedia
აქთაშის ტბა (უკრ. Актаське озеро, ყირიმ. Aqtaş gölü) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აზოვის ზღვისგან დაშორებულია 1 კმ- მდე სიგანის მინაყარით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 3,5 კმ, ფართობი 26,8 კმ², სიღრმე 0,1 მ. ტბის ქვაბული გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ნაპირები მაღალი და ციცაბოა. იკვებება ზღვის წყლების ინფილტრაციის ხარჯზე და მიწისქვეშა მინერალიზებული წყლებით. წყალი ქლორ-ნატრიუმიანი ტიპისაა. მარილ-პეჟოს მინერალიზაცია სეზონის მიხედვით იცვლება 110-დან 310‰-მდე, მაქსიმალური დონე აგვისტო-სექტემბერშია, მინიმალური მაის-მარტში. წლის ბოლოსკენ ტბა ზოგჯერ შრება, ფსკერზე წარმოიქმნება მარილის ფენა. გამტკნარებულ ნაწილებში გავრცელებულია წყლის მცენარეულობა.[1]
აქთაშის ტბა | |
---|---|
უკრ. Актаське озеро | |
აქთაშის ტბა სურათის ცენტრში | |
კოორდინატები: 45°22′31″ ჩ. გ. 35°49′45″ ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა |
სიგრძე | 8 კმ |
სიგანე | 3,5 კმ |
ფართობი | 26,8 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0,1 მ |
მარილიანობა | 110–310 ‰ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.