From Wikipedia, the free encyclopedia
აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი (სპარს. اکبر هاشمی رفسنجانی [Akbar Hāshemī Rafsanjānī]; დ. 25 აგვისტო, 1934 — გ. 8 იანვარი, 2017) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის მეჯლისის თავმჯდომარე (1980-1989) და პრეზიდენტი (1989-1997).
აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი | |
ირანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აგვისტო, 1989 – 2 აგვისტო, 1997 | |
წინამორბედი | ალი ხამენეი |
მემკვიდრე | მოჰამედ ხათამი |
ირანის მეჯლისის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1980 – 1989 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | მეჰდი ქარუბი |
დაბადებული | 25 აგვისტო, 1934 ბაჰრემანი, სპარსეთი |
გარდაცვლილი | 8 იანვარი, 2017 (82 წლის) თეირანი, ირანი |
მეუღლე | ეფატ მარაში |
შვილები | 4 |
რელიგია | შიიტური ისლამი |
ხელმოწერა |
დაიბადა 1934 წლის 25 აგვისტოს ღარიბ ოჯახში. 16 წლის ასაკში გადავიდა ყუმში, სადაც ისმენდა რუჰოლა ხომეინის ლექციებს ისლამურ სამართალში.
ისლამურ რევოლუციამდე პერიოდში 15 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში ანტისამთავრობო მოღვაწეობისათვის. ისლამური რევოლუციის შემდეგ შევიდა გარდამავალ რევულუციურ მთავრობაში. 1980 წელს გახდა მეჯლისის პირველი თავმჯდომარე და ამ თანამდებობაზე დარჩა 1989 წლამდე.
1989 წლის 3 აგვისტოს აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. მისი მმართველობის დროს ირანის ეკონომიკამ და სოციალურმა სფერომ მნიშვნელოვანი ლიბერალიზცია განიცადა. იგი განაგრძობდა რეფორმებს, რომლის მიზანიც იყო ირანში სრულფასოვანი თავისუფალი ბაზრის შექმნას, მაგრამ ამან გამოიწვია 49 %-იანი ინფლაცია.
რაფსანჯანის პრეზიდენტობას დაემთხვა კარდინალური ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში. მან საფუძველი ჩაუყარა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ახალ კავშირებს, ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან. თუმცა ურთიერთობა აშშ-სთან კვლავ დაძაბული რჩებოდა.
2000 წელს აირჩიეს ირანის მეჯლისის წევრად, მაგრამ მალევე დატოვა თანამდებობა და სათავეში ჩაუდგა მიზანშეწონილობის საბჭოს, ხოლო 2006 წელს ექსპერტთა საბჭოს წევრია.
გარდაიცვალა 2017 წლის 8 იანვარს. დაკრძალეს ხომეინის მავზოლეუმში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.