აქბარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯალალ-ად-დინ მუჰამად აქბარი (დ. 14 ოქტომბერი 1542, ამარკოტი (სინდი) — გ. 15 ოქტომბერი 1605, აგრა) — დიდი მოგოლთა მე-3 იმპერატორი 1556–1605 წლებში. თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი, თემურლენგის პირდაპირი შთამომავალი, ბაბურის შვილიშვილი, იმპერატორ ჰუმაიონის ვაჟი - გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. ის დაიბადა 1542 წელს, ქალაქ ამარკოტში, სადაც თავისი პირველი ცხოვრების 12 წელი გაატარა. 1555 წელს ის მამასთან, ჰუმაიონთან ერთად დაბრუნდა დელში, რომელიც ლიტერატურისა და აღორძინების ცენტრი გახდა.
აქბარ I | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-3 იმპერატორი | |
კორონაცია: | 14 თებერვალი, 1556 |
მმართ. დასაწყისი: | 11 თებერვალი 1556 |
მმართ. დასასრული: | 15 ოქტომბერი 1605 |
წინამორბედი: | ჰუმაიონი |
მემკვიდრე: | ჯაჰანგირი |
სხვა წოდებები: | დიდებული ფადიშაჰი |
რეგენტი: |
ბაირამ-ხანი 1556–1560 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 ოქტომბერი 1542 |
დაბ. ადგილი: | ამარკოტი, სინდი, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 15 ოქტომბერი 1605 |
გარდ. ადგილი: | ფატეჰპურ-სიკრი, დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: |
მარიამ უზ ზამან ჯოდჰა რუქაია სულთან ბეგუმი სალიმა სულთან ბეგუმი ქისმია ბანუ ბეგუმი ბიბი დაულათ შაადი რაზია სულთან ბეგუმი თარა ბეგუმ საჰიბა თაუტი ბეგუმი |
შვილები: |
შაჰზადა ჰასანი შაჰზადა ჰუსეინი ჯაჰანგირი შაჰზადა მურადი შაჰზადა დანიალი არამ ბანუ ბეგუმი შაქრ ულ-ნისა ბეგუმი ხანუმ სულთან ბეგუმი |
სრული სახელი: | აბულ ფათ ჯალალ-ად-დინ მუჰამად აქბარი |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | ჰუმაიონი |
დედა: | ჰამიდა ბანუ ბეგუმი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი დინი-ილაჰი |
1556 წელს ჰუმაიონი გარდაიცვალა და 14 წლის ასაკში აქბარი გახდა დიდ მოგოლთა ფადიშაჰი. 4 წლის შემდეგ მან განდევნა რეგენტი, ბაირამ ხანი და შეუდგა იმპერიის საზღვრების გაფართოებას. მან გააერთიანა რაჯპუტანი, გუჯარათი, ბენგალია და ქაშმირი. ის იყო გაუნათლებელი, მაგრამ ნიჭიერი მმართველი. ცდილობდა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, გაატარა მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური რეფორმები. შექმნა ახალი რელიგია „დინი-ილაჰი“ (ღვთაებრივი რწმენა), რომელიც ისლამის, ინდუიზმის, ფარსიზმის, ჯაინიზმის ეკლექტიკურ ნაზავს წარმოადგენს. აქბარი ამ რელიგიის მეთაურად იქნა აღიარებული. იგი წარმოადგენდა როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალს.
მოგოლთა იმპერიის სახელმწიფო ენას წარმოადგენდა თურქული ენა და ჰინდი. საშინაო რეორმების დასრულების შემდეგ აქბარი გადაიქცა მეცნიერებისა და ხელოვნების მარველად. მან გარს შემოიკრიბა საუკეთესო მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები. მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა - ვეზირმა, მრავალმხრივად განათლებულმა და მრავალ ენაზე მოლაპარაკე პიროვნებამ აბუ-ლ ფაზლიმ შემოგვინახა ჩანაწერები აქბარის მმართველობის შესახებ. ამ ჩანაწერებით ვგებულობთ, რომ აქბარის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ფერწერის სკოლა. იმპერიაში, შეგროვდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც 24 000 ტომს შეიცავდა. 1569 წ. ქალაქ აგრას მახლობლად დაიწყო ახალი ქალაქის - ფატეჰპურ-სიკრის მშენებლობა, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს "გამარჯვების ქალაქს". 1605 წელს იმპერატორი აქბარი დიზენტერიით გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა სალიმმა, რომელმაც საიმპერატორო სახელად მიიღო ჯაჰანგირი.