ასურელები, ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (არამ. ܐܬܘܪ̈ܝܐ) (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) — სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა). XVIII საუკუნის ქართულ წყაროებში დამოწმებულია სახელწოდება „ასურნი“. ცხოვრობენ ძირითადად სირიაში, ერაყში და მათი მიმდებარე თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე, აგრეთვე აშშ-ში, სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა — ასურული. ასურელების წინაპრებს — არამეელებს ფართო ტერიტორია ეკავათ ახლო აღმოსავლეთში. არაბთა და მონღოლთა დაპყრობის შედეგად ასურეთის უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა. რელიგია — ქრისტიანობა (უმთავრესად ნესტორიანელები, აგრეთვე ნესტორიანული წესის კათოლიკეებიც (ქალდეველები).
ასურელები ܐܬܘܪ̈ܝܐ (ათურაჰე) | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 3.3-4.2 მილიონი[1][2][3] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ერაყი | 300,000[4] |
სირია | 400,000[5] |
ირანი | 20,000–60,000[6][7] |
თურქეთი | 15,000-25,100[6][8][9] |
აშშ | 83,000 |
შვედეთი | 80,000 |
გერმანია | 70,000 |
საფრანგეთი | 15,000 |
რუსეთი | 14,000 |
კანადა | 7,000 |
სომხეთი | 2,769[10] |
საქართველო | 2,377[11] |
ენები | არამეული ენა, ახალი არამეული ენა (ასურული ენა), არაბული (აგრეთვე: რუსული, ქურთული, სომხური) |
რელიგიები | ქრისტიანობა |
ლიტერატურა
- წერეთელი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 661.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.