From Wikipedia, the free encyclopedia
ასოცირებული სახელმწიფო, ასოცირებული წევრი, თავისუფალი ასოციაცია, თავისუფლად მიერთებული სახელმწიფო — ორმხრივ საფუძველზე არაერთი და იგივე მნიშვნელობის სახელმწიფოების გაერთიანების კონფედერაციული ფორმა, რომლის დროსაც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებული პატარა სახელმწიფო საკუთარი სახელისუფლებო უფლებამოსილების მნიშვნელოვან ნაწილს ანდობს დიდ სახელმწიფოს. როგორც წესი ეს უფლებამოსილებებია საგარეო პოლიტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, შეიარაღებული ძალები. ასოცირებული სახელმწიფო ფაქტობრივად წარმოადგენს პროტექტორატის ნაირსახეობას; ბევრ შემთხვევაში იგი თავისზე დამოკიდებული ტერიტორიის საგარეო დამოკიდებულების გარდამავალი ფორმაა, რომელიც იმყოფება კოლონიასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსებს შორის.
დამოკიდებული პარტნიორი | მთავარი ქვეყანა | ასოცირების თარიღი | დამოკიდებულების დონე | საერთაშორისო სტატუსი |
---|---|---|---|---|
კუკის კუნძულები | ახალი ზელანდია | 4 აგვისტო, 1965 | ახალი ზელანდია კუკის კუნძულების სახელით მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის საჯკითხებში, ოღონდ მხოლო კუკის კუნძულების მოთხოვნის საფუძველზე და ასევე მათი კონტროლით.[1][2][3] | აღიარებულია გაერთიანებული ერების მიერ თუმცა არ არის წევრი. |
ნიუე | ახალი ზელანდია | 19 ოქტომბერი, 1974 | ახალი ზელანდია ნიუეს სახელით მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის საჯკითხებში, ოღონდ მხოლო ნიუეს მოთხოვნის საფუძველზე და ასევე მათი კონტროლით.[4][5] | აღიარებულია გაერთიანებული ერების მიერ თუმცა არ არის წევრი. |
მარშალის კუნძულები | აშშ | 21 ოქტომბერი, 1986 | აშშ უზრუნველყოფს მარშალის კუნძულების დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[6] | გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა |
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები | აშშ | 3 ნოემბერი, 1986 | აშშ უზრუნველყოფს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[7] | გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა |
პალაუ | აშშ | 1 ოქტომბერი, 1994 | აშშ უზრუნველყოფს პალაუს დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[8] | გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.