სირიის პირველი ქალბატონები From Wikipedia, the free encyclopedia
ასმა ალ-ასადი (არაბ. أسماء الأسد; დაბადებული ასმა ბინტ ფავაზ ახრასი[1][2] (არაბ. أسماء فواز الأخرس); დ. 11 აგვისტო 1975, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — სირიის პირველი ლედი. დაიბადა ლონდონში, სირიელი მშობლების ოჯახში და 19 წლის ასაკში, სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.[3][4]
ასმა ალ-ასადი | |
ასმა ალ-ასადი 2003 წელს | |
სირიის პირველი ლედი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | დეკემბერი 2000 |
წინამორბედი | ანისა მახლუფი |
დაბადებული | 11 აგვისტო, 1975 ლონდონი, გს |
ეროვნება | ბრიტანელი, სირიელი |
მამა | ფავაზ ახრასი |
მეუღლე | ბაშარ ალ-ასადი (ქ. 2000) |
შვილები | 3 |
განათლება | ლონდონის სამეფო კოლეჯი |
დაიბადა და გაიზარდა გაერთიანებული სამეფოში, სადაც 1996 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯი დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერება და ფრანგულ ლიტერატურა, ბაკალავრის ხარისხით. ასმას საინვესტიციო და საბანკო საქმეში კარიერა ჰქონდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას აპირებდა, როდესაც იგი 2000 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.
მან დატოვა თავისი საინვესტიციო საბანკო საქმიანობა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და დარჩა სირიაში, სადაც მას სამი შვილი ეყოლა. პირველი ლედის თანამდებობაზე, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ნაწილი ბაშარის მმართველობის დროინდელი რეფორმების, რომელიც შეჩერდა სირიის სამოქალაქო ომის დაწყების გამო.[5]
მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად, ასად და სირიის სხვა მაღალჩინოსნებს დაუესდათ ეკონომიკური სანქციები, რამაც ასმა არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა ევროკავშირში, შიდეგად ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ ჩადის, გარდა გაერთიანებული სამეფოსა, რომლის მოქალაქეცაა.[6][7][8][9][10][11]
ასადი დაიბადა 1975 წლის 11 აგვისტოს ლონდონში, როგორც ასმა ახრასი, კრომველის საავადმყოფოს კარდიოლოგის ფავაზ ახრასის და მისი მეუღლის, საჰარ ახრასის (დაბადებული ოტრი), ლონდონში სირიის საელჩოს ყოფილი პირველი მდივნის ოჯახში.[1] მისი მშობლები სუნიტი მუსლიმები და წარმოშობით სირიელები არიან, ქალაქ ჰომსიდან.[1][12]
გაიზარდა ლონდონის აკტონის რაიონში, სადაც დადიოდა ტბიფორდის ეკლესიის ინგლისის უმაღლეს სკოლაში და მოგვიანებით ლონდონის დედოფლის კოლეჯში, რომელიც გოგონათა კერძო სკოლაა.[13] 1996 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით, კომპიუტერული მეცნიერების და ფრანგული ლიტერატურის განხრით.[14] იგი ფლობს ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.[1]
ლონდონის სამეფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ასმამ მუშაობა დაიწყო Deutsche Bank Group-ის ეკონომიკის ანალიტიკოსად, კლიენტებთან მართვის განყოფილებაში ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.[1][2] 1998 წელს შეუერთდა „J.P. Morgan“ საინვესტიციო საბანკო განყოფილებას, სადაც მუშაობდა გუნდში, რომელიც სპეციალიზებულია ბიოტექნოლოგიასა და ფარმაცევტულ კომპანიებში.[15][16] იგი თავისი საბანკო გამოცდილებას აფასებს, როგორც დაკმაყოფილებელი „ანალიტიკურ აზროვნებასა“ და „ბიზნესის მართვაში“.[17]
იგი აპირებდა ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას, როდესაც 2000 წელს დამასკში, დეიდამისის სტუმრობისას ბაშარ ალ-ასადს არ შეხვდა.[18]
2000 წლის ივნისში ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარმა პრეზიდენტობის პოსტი დაიკავა.[17] 2000 წლის ნოემბერში, ასმა გადავიდა სირიაში და იმავე წლის დეკემბერში დაქორწინდა ბაშარზე. ქორწინება ბევრს გაუკვირვდა, რადგან ქორწინებამდე მედიასაშუალებებში არ გახმოვანებულა მათი სიყვარულის ისტორია. ბევრმა ეს კავშირი განიხილა, როგორც შერიგების და პროგრესის ნაბიჯი ახალი რეფორმირებული მთავრობის მხრიდან, რადგან ასმა გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში და წარმოადგენს სუნიტურ ისლამს, ხოლო ბაშარი ალავიტია.[19]
ასმას და ბაშარ ალ ასადს სამი შვილი ჰყავთ. მათი პირველი ვაჟი, ჰაფეზი, რომელიც ბაშარის მამის პატივსაცემად დაარქვეს, 2001 წელს დაიბადა, მათი ერთადერთი ქალიშვილი ზეინი 2003 წელს, ხოლო მეორე ვაჟი ქარიმი 2004 წელს დაიბადა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.