From Wikipedia, the free encyclopedia
არჯევან-სარვანი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ. არჯევან-სარვანი, ჩოლმანი, გედაქლარი).[3] მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ბარეთის ტბის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1700 მ., წალკიდან 15 კმ. სოფელში შემორჩენილია ღვთისმშობლის XI-XII საუკუნეების ეკლესია XI-XIII საუკუნეების მოხატულობითა და ლაპიდარული წარწერებით.
სოფელი | |
---|---|
არჯევან-სარვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | არჯევან-სარვანი |
კოორდინატები | 41°41′42″ ჩ. გ. 44°09′32″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ახალშენი |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
მოსახლეობა | 547[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 547 | 264 | 283 |
1829-1830 წლებში აქ დასახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა სოფელს უწოდეს ახალშენი. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობა დასაქმებული იყო კლდეკარის მეცხოველეობის მეურნეობაში. 1975 წლისთვის სოფელი შედიოდა ბაშქოის სასოფლო საბჭოში. 1979 წლისთვის რამდენიმე სხვა სოფელთან ერთად ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელსაც მოგვიანებით გამოეყო სოფელი თეჯისი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.