არხი (ჰიდროგრაფია)
წყლის ხელოვნური არტერია / From Wikipedia, the free encyclopedia
არხი — გრუნტში გაყვანილი (თხრილში ან ყრილში) გაყვანილი კალაპოტი (წყალსატარი), რომელშიც წყალი დაწნევის გარეშე მიედინება. დანიშნულების მიხედვით არხი შეიძლება იყოს ენერგეტიკული (სადერივაციო), სარწყავი (საირიგაციო), სანაოსნო (სანავიგაციო), სადრენაჟო (ჭაობების ამოსაშრობი), წყალმომარაგების, ხე-ტყის დასაცურებელი, თევზსატარი, კომპლექსური და სხვ.
არხის განივი კვეთის ფორმას განაპირობებს მისი დანიშნულება, გრუნტის სამშენებლო თვისებები, მიწის სამუშაოთა შესრულების პირობები და სხვ. რბილ გრუნტში გაყვანილი არხის კვეთი უმთავრესად ტრაპეციული და პოლიგონალური ფორმისაა.