![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/%25D0%25A2%25D0%25B5%25D1%2585%25D0%25BD%25D0%25BE%25D0%25B3%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25BD%25D1%258B%25D0%25B5_%25D0%25B3%25D1%2580%25D1%2583%25D0%25BD%25D1%2582%25D1%258B.jpg/640px-%25D0%25A2%25D0%25B5%25D1%2585%25D0%25BD%25D0%25BE%25D0%25B3%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25BD%25D1%258B%25D0%25B5_%25D0%25B3%25D1%2580%25D1%2583%25D0%25BD%25D1%2582%25D1%258B.jpg&w=640&q=50)
გრუნტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრუნტი (პოლ. grunt; გერმ. grund — საფუძველი, ნიადაგი) — ნებისმიერი ქანი, რომელიც ძირითადად განლაგებულია გამოფიტვის ზონაში (ნიადაგის ჩათვლით) და წარმოადგენს ადამიანის საინჟინრო-სამშენებლო საქმიანობის ობიექტს. გრუნტი შეიძლება იყოს ნაგებობის საფუძველი, გარემო, რომელშიც ნაგებობაა მოთავსებული (გვირაბი, მილსადენი და სხვა) და მასალა (გზის, ჯებირის, მიწაყრილის).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/%D0%A2%D0%B5%D1%85%D0%BD%D0%BE%D0%B3%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%B3%D1%80%D1%83%D0%BD%D1%82%D1%8B.jpg/640px-%D0%A2%D0%B5%D1%85%D0%BD%D0%BE%D0%B3%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%B3%D1%80%D1%83%D0%BD%D1%82%D1%8B.jpg)
საინჟინრო ლიტერატურაში გრუნტი სხვა მნიშვნელობითაც იხმარებოდა. ვასილი დოკუჩაევი გრუნტად მიიჩნევდა უშუალოდ ნიადაგის ფენის ქვეშ მდებარე ქანს, რომელსაც ნიადაგთწარმოქმნის პროცესი არ შეხებია. გრუნტად მიიჩნევდნენ აგრეთვე ყოველგვარ ფხვიერ ქანს. საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა გრუნტის არა მარტო მყარი მინერალური, არამედ თხევადი და აირული კომპონენტებიც, რომლებიც ხშირად არსებით გავლენას ახდენენ გრუნტის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე. ამ თვალსაზრისით გრუნტს განიხილავენ როგორც მრავლაკომპონეტიან სისტემას.
გრუნტებს შეისწავლის საინჟინრო გეოლოგიის დარგი გრუნტმცოდნეობა.