From Wikipedia, the free encyclopedia
არნოლდ კრონიე (ფრანგ. Pieter Arnoldus Cronjé ; დ. 4 ოქტომბერი, 1836, კოლესბერგი — გ. 4 თებერვალი, 1911, პოტჩეფსტრუმი) — ბურების გენერალი ბურების პირველ და მეორე ომში.
არნოლდ კრონიე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1836[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Colesberg |
გარდაცვალების თარიღი | 4 თებერვალი, 1911[1] [2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | Potchefstroom |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები | ბურების ომები |
კრონიე ბრიტანეთის კაპკოლონიაში დაიბადა. იგი იზრდებოდა ბურების მმართველობაში მყოფ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ბურების პირველ ომში იგი იყო გენერალი. ბურების მეორე ომში კრონიე იყო ბურების დასავლეთის არმიის მთავარსარდალი და ხელმძღვანელობდა ქალაქების კიმბერლისა და მაფეკინგის ალყას. ბრიტანელ გენერალს პაულ მეთიუენს სურდა დაესრულებინა კიმბერლის ალყა. ამ მიზნით 1899 წლის 28 ნოემბერს დაძრა ჯარები კრონიეს წინააღმდეგ. ბრიტანელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს გამარჯვება მათ პიროსის გამარჯვებად დაუჯდათ. მოგვიანებით 1899 წლის 11 დეკემბერს მახერსფონტაინის ბრძოლაში კრონიემ სასტიკად დაამარცხა ბრიტანელები. კრონიემ, რომელიც ბურების არმიის 1/10-ს 4000 ჯარისკაცს სარდლობდა, დამარცხდა პარდებერგის ბრძოლაში და მთელ არმიასთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მათ შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც. ტყვე ბურები ბრიტანელებმა წმინდა ელენეს კუნძულზე გადაიყვანეს. კრონიე 1902 წელს გაანთავისუფლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ქალაქ კლერკსდორფში გაატარა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.