From Wikipedia, the free encyclopedia
არდაშირ I (სპარს. اردشیر بابکان; დ. დაახლოებით 180 — გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241) — სასანიანთა იმპერიიის ფუძემდებელი და მისი პირველი შაჰინშაჰი 226–241 წლებში, მისი პაპა — ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს (209–224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო არშაკიდთა პართულ დინასტიას.
არდაშირ I-მა 226 წელს დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო შაჰინშაჰის (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა აქემენიდთა ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.