არგიშთი I
From Wikipedia, the free encyclopedia
არგიშთი I — ურარტუს მეფე (ძვ. წ. 786 - ძვ. წ. 764). მენუას ძე. მის დროს ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. დიდი წარმატებები მოიპოვა არგიშთი I-მა ასურეთთან ბრძოლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის, ურმიისპირა რაიონისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დასაუფლებლად გამართულ ომებში. არგიშთი I-ის დროს ამიერკავკასიაში, არარატის ველზე, ააგეს დიდი ურარტული ციხე-ქალაქები ერებუნი (ახლანდელი არინ-ბერდი) და არგიშთიხინილი. არგიშთი I-ის დროს დაიწყო სევანისპირა რაიონების დაპყრობა. საქართველოს ტერიტორიამდე მოაღწია არგიშთი I-ის სახელით შედგენილმა მრავალმა ურარტულმა წერილობითმა ძეგლმა, მ. შ. ვანის კლდეზე ამოკვეთილმა მატიანის ხასიათის წარწერამ. 1985 წელს თურქეთში ჰანაკთან აღმოაჩინეს ფუჩღულეთის ურარტული წარწერა, რომელშიც აღწერილია მეფე არგიშითის ბრძოლები.
სწრაფი ფაქტები ურარტუს მე-5 მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
არგიშთი I | |
---|---|
არგიშთი I-ის ძეგლი ერებუნის მუზეუმში ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ურარტუს მე-5 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 786 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 764 |
წინამორბედი: | მენუა |
მემკვიდრე: | სარდურ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. ძვ. წ. 768 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 764 |
მამა: | მენუა |
დახურვა