![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Caucasus_1213_AD_map_ka.svg/langka-640px-Caucasus_1213_AD_map_ka.svg.png&w=640&q=50)
არანი
From Wikipedia, the free encyclopedia
არანი, არ-რანი (ქართული წყაროებით — რანი, არანი; აზერ. Arran, სპარს. اران, სომხ. Ռան რანი, არამ. ܐܪܶܢ, ძვ. ბერძნ. Αρηανηα) — კავკასიის ალბანეთის ტერიტორიის აღმნიშვნელი არაბიზებული სახელწოდება. IX-X საუკუნეების და მომდევნო საუკუნეების წყაროების მიხედვით არანი მოიცავდა მდ. მტკვრისა და მდ. არაქსის შუამდინარეთის ველის რაიონს (ახლანდელი მილის ველი), ქალაქებით: ბარდა, განჯა, ბეილაგანი (ფაიტაკარანი).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Caucasus_1213_AD_map_ka.svg/640px-Caucasus_1213_AD_map_ka.svg.png)
„არანიდან“ წარმოდგება ადგილობრივი მმართველთა დინასტიური ტიტული „არანშაჰი“.